ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
07.02.2012 ძალადაკარგული 07.03.2013
გამომცემი ორგანო
ნომერი
№7
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.106.016056
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/02/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2012 წლის 7 თებერვალი

ქ. ხობი

ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. დამტკიცდეს „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების  სამსახურის დებულება“ თანახმად დანართისა.

2.   დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                        მ. ჭოხონელიძე

 

 დანართი

ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის  სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულება

თავი I 

ზოგადი  დებულებანი

მუხლი1. ზოგადი დებულებები

1. დებულება განსაზღვრავს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის (შემდგომში– „სამსახური“) დანიშნულებას, მის ფუნქციებს, ამოცანებს, უფლება-მოვალეობებს და მართვის ორგანიზებას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და აგრეთვე საკრებულოს და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების საფუძველზე.

3. სამსახურის მოსამსახურეთა  საშტატო რიცხოვნება  განისაზღვრება ხობის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული გამგეობის საშტატო ნუსხით.

4. სამსახურს აქვს  ბეჭედი და საკუთარი ბლანკი.

5. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქალაქი ხობი, ცოტნე  დადიანის ქ. №189 .

    მუხლი 2. სამსახურის ფუნქციები

სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

ა)  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი, დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მომზადება და მიწოდება, ამ მიზნით კომპეტენტურ ინსტიტუტებთან და სპეციალისტებთან თანამშრომლობა;

ბ) საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობა;

გ) საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობა და დაინტერესებულ პირთა საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფა;

დ)     სასურსათო პროდუქტების გადამამუშავებელი, შესანახი ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების, მომსახურების ცენტრების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესახებ ინფორმაციის კონსოლიდაცია და დაინტერესებული უწყებებისთვის ( პირებისთვის) მიწოდება;

ე) მელიორაციის სფეროში საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი პროექტების განხორციელების ხელშეწყობა უფლებამოსილების ფარგლებში.

    მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანანმდებობაზე ნიშნავს და თანანმდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის უფლება -მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი;

2. სამსახურის საჯარო მოხელეებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანანმდებობაზე ნიშნავს და თანანმდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი .

3. სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციებით, რომელსაც დადგენილი წესით გამგებლის წარდგინებით , ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე;

4. სამსახური ანგარიშვალდებულია ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე.

თავი II

სამსახურის ხელმძღვანელობა და პერსონალი

    მუხლი 4. სამსახურის უფროსი

სამსახურის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის  საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა  და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) წარუდგენს გამგებელს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულების გამოყენების, მოსამსახურეთა მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;

გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივ-ფუნქციონალურ მოვალეობებს დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად;

დ)  ხელს აწერს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ დოკუმენტებს;

ე)  ორგანიზებას უწევს მოქალაქეების წინადადებების, განცხადებების, საჩივრების განხილვას, აწარმოებს მათ პირად მიღებას;

ვ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

    მუხლი 5. სამსახურის მოსამსახურეების უფლებები

სამსახურის მოსამსახურეს უფლება აქვს:

ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს სამსახურში საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით;

ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია გამგეობის ხელმძღვანელობისგან, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების მოსამსახურეებისგან;

გ) უარი თქვას ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელიც არ შეესაბამება მის სამუშაოთა აღწერილობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

დ) მიიღოს თანამდებობრივი სარგო, პრემია და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები;

ე)   აუნაზღაურდეს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები;

ვ)   ისარგებლოს ყოველწლიური კუთვნილი ანაზღაურებადი  შვებულებით;

ზ)  ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.

    მუხლი 6. სამსახურის მოსამსახურეების ვალდებულებები

სამსახურის მოსამსახურე ვალდებულია:

ა) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ვალდებულებისა და საკრებულოს და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირების სამართლებირვი აქტების შესაბამისად;

ბ) შეასრულოს შესაბამისი დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები;

გ)  დაიცვას გამგეობის შინაგანაწესი;

დ) შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები;

ე) დადგენილი პერიოდულობით და წესით, აგრეთვე ზემდგომი თანამდებობის პირის დავალების შესაბამისად მოამზადოს და წარადგინოს ანგარიშები შესრულებული  სამუშაოს შესახებ;

ვ)   გაუფრთხილდეს სამსახურის ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებით გამოყენება;

ზ)  იზრუნოს  კვალიფიკაციის ამაღლებაზე;

თ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და საკრებულოს და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა სამართლებირვი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.

თავი III

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 9. სამსახურის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა

1. სამსახურის დებულებას ხობის  მუნიციპალიტეტის გამგებლის წინადადების საფუძველზე საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

2. დებულებაში ცვლილების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.