„საქართველოში რაგბის განვითარების ფინანსური მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის №488 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№43
სარეგისტრაციო კოდი
460080000.10.003.016716
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/02/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №43

2012 წლის 8 თებერვალი

ქ. თბილისი

 „საქართველოში რაგბის განვითარების ფინანსური მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის №488 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოში რაგბის განვითარების ფინანსური მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის №488 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/12/2011, 460080000. 10.003.016648)შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“საქართველოს კანონის მე-5მუხლის„ე“ქვეპუნქტის საფუძველზე,დამტკიცდეს თანდართული საქართველოში რაგბის განვითარების ფინანსური მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა (შემდგომში – პროგრამა).“.

 2. დადგენილების მე‑2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამისი ასიგნებების ასახვის მიზნით,რათა უზრუნველყოს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთვის თანდართული პროგრამით გათვალისწინებული 20,5 მლნ ლარის ეტაპობრივად გამოყოფა ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის №1 დანართის მიხედვით.“.

3. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის31მუხლი:

„მუხლი 31. 2012–2016 წლებში უმაღლესი ლიგის გუნდების საბაზო და საპრიზო ფონდი განაწილდეს ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის №2 დანართის მიხედვით.“.

4. დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის „ქართული რაგბის განვითარების დაფინანსების ცხრილი“ ამოღებულ იქნეს.

5. დადგენილებით დამტკიცებულ პროგრამას დაემატოს შემდეგი შინაარსის №1 და№2 დანართები:

 

„დანართი №1

ქართული რაგბის განვითარების დაფინანსების ცხრილი (ლარებით)

 

დასახელება

თანხა (ლარებით) წლების მიხედვით

 

სულ

2012

2013

2014

2015

2016

საქართველოში რაგბის განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებების დაფინანსება (ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების, ქალთა და ბავშვთა რაგბის, საქართველოს ჩემპიონატების, სარაგბო აკადემიის, ეროვნულ და ასაკობრივ ჩემპიონატებში მონაწილე გუნდების მხარდაჭერა, შეკრებებისა და შეჯიბრებების ხარჯები, დაზღვევა/ლიცენზირება, მსაჯთა და მწვრთნელთა მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლება, სპორტული ინვენტარის შეძენა, ხელფასების და მივლინების ანაზღაურება, სასკოლო პროგრამები და სხვ.)

 

 

 

 

 

 

 

 

 

3,000,000

 

 

 

 

 

 

 

 

 

3,200,000

 

 

 

 

 

 

 

 

 

3,300,000

 

 

 

 

 

 

 

 

 

5,000,000

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

14,500,000

კლუბების საბაზო და საპრიზო ფონდი

1,000,000

1,500,000

1,500,000

1,500,000

500,000

6,000,000

 სულ:

4,000,000

4,700,000

4,800,000

6,500,000

500,000

20,500,00.

 

 დანართი №2

 საბაზო და საპრიზო ფონდის გადანაწილება2012-2016წლების ჩემპიონატის შედეგების მიხედვით

 

საბაზო

საპრიზო

ჯამი

უმაღლესი ლიგა

Iადგილი

100,000

98,000

198,000

IIადგილი

100,000

89,000

189,000

IIIადგილი

100,000

80,000

180,000

IVადგილი

100,000

75,000

175,000

Vადგილი

100,000

56,000

156,000

VIადგილი

100,000

45,000

145,000

VIIადგილი

100,000

32,000

132,000

VIIIადგილი

100,000

25,000

125,000

IXადგილი

100,000

100,000

X ადგილი

100,000

100,000

 სულ:

1,000,000

500,000

1,500,000.“.

 

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური