„2014 წელს განხორციელებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის შემდგომი გამოყენების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 აგვისტოს №1352 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1538
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017665
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/09/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1538

2014 წლის 5 სექტემბერი

 ქ. თბილისი

 „2014 წელს განხორციელებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის შემდგომი გამოყენების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 აგვისტოს №1352 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „2014 წელს განხორციელებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის შემდგომი გამოყენების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 აგვისტოს №1352 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს სამინისტროების და მათ კონტროლს დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მათთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 2014 წლის იანვარ-მაისში გამოცხადებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომია შეადგენს 31 000 000 (ოცდათერთმეტი მილიონი) ლარს.

2. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ეკონომიიდან, 15 820 000 (თხუთმეტი მილიონ რვაას ოცი ათასი) ლარი (დანართის შესაბამისად), „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მიმართოს საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

2. დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:

„3. საქართველოს სამინისტროებსა და მათ კონტროლს დაქვემდებარებულ საბიუჯეტო ორგანიზაციებს მიეცეთ უფლება, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 2014 წლის იანვარ-მაისში გამოცხადებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომია, გარდა ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ოდენობებისა, მიმართონ მათ მიერ დაგეგმილი ღონისძიებების დასაფინანსებლად.

4. საქართველოს ფინანსთა სამინიტრომ უზრუნველყოს, საქართველოს სამინისტროების და მათ კონტროლს დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მათთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 2014 წლის ივნისი-სექტემბრის პერიოდისათვის გამოცხადებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის შესახებ საქართველოს მთავრობისათვის შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენა.“.

3. დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

 

პრემიერ-მინისტრი                                                    ირაკლი ღარიბაშვილი

 

 

 

 

 

დანართი

 

დასახელება

თანხა

(ლარი)

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

465,000.0

საქრთველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

290,000.0

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

400,000.0

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო

1,510,000.0

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

49,000.0

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

1,560,000.0

მ.შ. სსიპ - სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“

27,000.0

მ.შ. სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური

2,000.0

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

5,481,000.0

საქართველოს განათლებისა და მეციერების სამინისტრო

1,212,000.0

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

225,000.0

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

1,545,000.0

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

1,750,000.0

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო

50,000.0

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო

785,000.0

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

225,000.0

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

273,000.0

სულ

15,820,000.0“.