„2016 წელს განხორციელებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის შემდგომი გამოყენების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 16 მაისის №824 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2294
2016 წლის 3 ნოემბერი
ქ. თბილისი
„2016 წელს განხორციელებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის შემდგომი გამოყენების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 16 მაისის №824 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „2016 წელს განხორციელებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის შემდგომი გამოყენების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 16 მაისის №824 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) 2016 წლის ივლის-სექტემბერში გამოცხადებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომია შეადგენს 9 438 061 (ცხრა მილიონ ოთხას ოცდათვრამეტი ათას სამოცდაერთი) ლარს (დანართი №5).“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. უფლება მიეცეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ამ განკარგულების №2 დანართით განსაზღვრული თანხის გარდა, 2016 წლის განმავლობაში გამოცხადებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომია მიმართოს ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად.“;
გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. საქართველოს სამინისტროებმა და მათ კონტროლს დაქვემდებარებულმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა, გარდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსი, 2016 წლის ივლის-დეკემბერში წარმოქმნილი ეკონომიების მიმართვის მიზნობრიობა შეათანხმონ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან.“;
დ) დაემატოს დანართი №5 და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
„დანართი №5
ლარებში
| დასახელება | წარმოქმნილი ეკონომია (ივლისი-სექტემბერი) |
| საქართველოს ფინანსთა სამინისტრო | 94,141.0 |
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | 134,061.6 |
| საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო | 2,336,228.7 |
| საქართველოს იუსტიციის სამინისტრო | 93,283.2 |
| მ.შ. საქართველოს პროკურატურა | 32,965.1 |
| საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო | 126,164.0 |
| საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო | 224.0 |
| საქართველოს თავდაცვის სამინისტრო | 791,650.8 |
| მ.შ. სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა | 10,707.0 |
| საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო | 1,212,377.6 |
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო | 3,838,861.1 |
| საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო | 30,575.0 |
| საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო | 15,455.4 |
| საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო | 353,988.7 |
| საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო | 23,224.2 |
| საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო | 200,099.4 |
| საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო | 43,174.3 |
| საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო | 144,552.2 |
| სულ: | 9,438,061.1.“. |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „2016 წელს განხორციელებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის შემდგომი გამოყენების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 16 მაისის №824 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „2016 წელს განხორციელებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის შემდგომი გამოყენების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 16 მაისის №824 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.11.2016.
- როდის იქნა მიღებული „2016 წელს განხორციელებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის შემდგომი გამოყენების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 16 მაისის №824 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „2016 წელს განხორციელებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის შემდგომი გამოყენების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 16 მაისის №824 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 03.11.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2294. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.022515.
- სად არის „2016 წელს განხორციელებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის შემდგომი გამოყენების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 16 მაისის №824 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.11.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „2016 წელს განხორციელებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის შემდგომი გამოყენების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 16 მაისის №824 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №2294, 03.11.2016, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022515 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.11.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3431586/