"სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №39 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№155
სარეგისტრაციო კოდი
470230000.10.003.016316
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110404026, 05/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება№155

2011 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

„სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის2011წლის26იანვრის№39დადგენილებაში ცვლილებ ებ ისა და დამატებ ებ ის შეტანის თაობაზე

  მუხლი1. „ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კა­ნონის მე-20მუხლის მე-4პუნქტის შესაბამისად„სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღ­ჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქა­რთველოს მთავრობის2011წლის26იანვრის№39დადგენი­ლება­ში (სსმ, 31/01/2011) შეტანილ იქნეს ცვლი­ლებები და დამატებ ები და დადგენილებით დამტკიცებულ„სამედიცინო და სამინისტროს სის­ტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სა­ხელმწიფო პროგრამის“:

1. მე-3მუხლს დაემატოს შემ­დეგი შინაარსის მე-4პუნქტი:

„4. ადმინისტრირების კომპონენტი.“.

2. მე-5მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. პროგრამების განხორციელება

1. „საქართველოს2011წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესა­ხებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პროგრამას2011წლის1აპრილამდე ახორციელებს სსიპ– საქართველოს ჯანმრთელო­ბისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრი, ხოლო2011წლის1აპრილიდან პროგრამას განახორ­ციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოცია­ლუ­რი დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატი.

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატისათვის დაშვებულ იქნეს გამონაკლისი– მასზე არ გავრცელდეს„საქართველოს2011წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კა­ნონის23-ე მუხლის პირველი და მე-2პუნქტებით გათვალის­წინებული შეზღუდვ ები და მიეცეს თანხმობა, რომ ,,სამედიცინო და სამი­ნის­ტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის“ (ორგანიზაციული კოდი– 350702) ფარგლებში შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვროს არა უმეტეს10ერთეულით, ხოლო შტატგარეშე მომუშავეთა სა­შუალო შრომის ანაზღაურება– 1500ლარის ოდე­ნობით.“.   

3. მე-6მუხლის მე-2პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

„2. პროგრამის ბიუჯეტი კომპონენტებისა და ღონისძიებების მიხედვით წარმოდგენილია შემდეგ ცხრილში:

 

კომპონენტები და ღონისძიებები

 

ღირებულება (ლარებში)

1.

სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის კომპონენტი

13,036,782.00

ა)

ფსიქიატრიული დაწესებულებების რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოები

3,500,000.0

ბ)

სს„ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრისათვის“შენობის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების თანადაფინანსება

 

1,260,000.0

გ)

შპს„თსსუ გ. ჟვანიას სახელობის საუნივერსიტეტო პედიატრიული კლინიკის“შენობის რეაბილიტა­ცია/რეკონსტრუქცია (ქ.თბილისი, ლუბლიანას ქ. №21) 

 

5,000,000.0

დ)

შპს„საქართველოს რკინიგზის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს“შენობის (ქ. თბილისი, ჩაჩავას ქ. №1) რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია     

 

3,000,000.0

ე)

შპს„თსსუ გ. ჟვანიას სახელობის საუნივერსიტეტო პედიატრიული კლინიკის“შენობის რეაბილიტა­ცია/რეკონსტრუქციის (ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ.  №21) სამუშაოების საპროექტო-საავტორო ზედამხედველობა

 

10,822.0

ვ)

შპს„საქართველოს რკინიგზის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს“შენობის (ქ. თბილისი, ჩაჩავას ქ. №1) რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების საპროექტო-საავტორო ზედამხედველობა

 

1,860.0

ზ)

სსიპ – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის ბალანსზე რიცხული ქ. თბილისში, წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის(საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) დროებითი ავტოსადგომის მოწყობა     

 

264,100.0

2.

საექსპერტო მომსახურებისა და საპროექტო სამუშაოების კომპონენტი   

723,218.0

ა)

ფსიქიატრიული დაწესებულებების სარეაბილიტაციო/სა­რეკონსტრუქციო სამუშაოებისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება

 

223,218.0

ბ)

ფსიქიატრიული დაწესებულებების შენობების/კონსტრუქციების მდგრადობის ექსპერტიზა  

 

20,000.0

გ)

სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულე­ბათა რეაბილიტაციის კომპონენტის ფარგლებში მიმდინარე/განხორციელებული სამუშაოების ექსპერტიზა

 

480,000.0

3.

აღჭურვის კომპონენტი      

100,000.0

 

შპს „რეფერალური დახმარების ცენტრისათვის“ მაღალი გამავლობის ავტომანქანის შეძენა      

100,000.0

4.

ადმინისტრირების კომპონენტი   

140,000.0

 

                              სულ     

14,000,000.0.“.

 

მუხლი2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის31-ე მუხლის მე-2ნაწილის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტ­რომ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე, ,,სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის“ (ორგანიზაციული კოდი – 35 07 02) „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლის არა უმე­ტეს 140.0 ათასი ლარით შემცირების ხარჯზე გაზარდოს ამავე პროგრამის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის „საქონელი და მომსახურების“ მუხლი.

მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                  ნ. გილაური