„სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 13 იანვრის №7/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.014.654
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება №138/ნ
2010 წლის 19 მაისი
ქ. თბილისი
„სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 13 იანვრის №7/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 13 იანვრის №7/ნ ბრძანების (სსმ III, 13.01.2010, №3, მუხ. 24) პირველი პუნქტით დამტკიცებულ „სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) „შპს „აკადემიკოს ბიძინა ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ დამამთავრებელი სამუშაოების ნაწილი (მათ შორის: გარე და შიდა მოსახვა, ელექტროსამონტაჟო სამუშაოები, შიდა სანტექნიკის, გარე კანალიზაცის, გარე წყალსადენის, სუსტი დენების, საქვაბისა და სასეირნო გალიის მოწყობა)“.
2. მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სამუშაოების ექსპერტიზა და საექსპერტო მომსახურება“.
3. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პროგრამის ბიუჯეტი კომპონენტებისა და ღონისძიებების მიხედვით წარმოდგენილია შემდეგ ცხრილში:
| № | კომპონენტები და ღონისძიებები | ღირებულება (ლარებში) |
| 1 | სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციის კომპონენტი |
|
| ა) | შპს „თსსუ გ. ჟვანიას სახელობის საუნივერსიტეტო პედიატრიული კლინიკის“ შენობის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია (ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ. №21); | 5,363,000.00 |
| ბ) | შპს „საქართველოს რკინიგზის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს“ შენობის (ქ. თბილისი, ჩაჩავას ქ. №1) რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია; | 1,737,000.00 |
| გ) | შპს „აკადემიკოს ბიძინა ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“–ს დამამთავრებელი სამუშაოების ნაწილი (მ. შ. გარე და შიდა მოსახვა, ელექტრო სამონტაჟო სამუშაოები, შიდა სანტექნიკის, გარე კანალიზაცის, გარე წყალსადენის, სუსტი დენების, საქვაბისა და სასეირნო გალიის მოწყობა).
| 498,978.00 |
| ქვეჯამი | 7,598,978.00 | |
| 2 | სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა აღჭურვის კომპონენტი |
|
| ა) | სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული ქ. თბილისში წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) შიდა სატელეფონო კავშირგაბმულობის მაღალტექნოლოგიური საშუალებების (პლატფორმა და კონფიგურაცია) შეძენა და მონტაჟი; | 560,000.00 |
| ბ) | სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული ქ. თბილისში წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) ფარდა-ჟალუზებით უზრუნველყოფა; | 100,000.00 |
| გ) | სს „ა. ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის“ სხივური თერაპიის აპარატის თერაგამ კობალტის მუხტის შეძენა (გამოცვლა). | 264,178.00 |
| ქვეჯამი | 924,178.00 | |
| 3 | სამედიცინო დაწესებულებების მშენებლობის კომპონენტი |
|
| ქ. თბილისში, ლუბლიანას ქ. №2/6 არსებულ 6,206 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (უძრავი ქონების სა კადასტრო კოდი 01.13.02.09.011) სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრისათვის“ ინფექციური 150-საწოლიანი კორპუსის მშენებლობა. | 6,125,000.00 | |
| ქვეჯამი | 6,125,000.00 | |
| 4 | წინა წლებში ნაკისრი ვალდებულებების დაფარვის კომპონენტი |
|
| ა) | სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული ქ. თბილისში წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) რეაბილიტაცია და დამატებითი სამუშაოები; | 869,481.00 |
| ბ) | სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული ქ. თბილისში წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) საოფისე ავეჯისა და ინვენტარის შესყიდვა; | 950,000.00 |
| გ) | სს „ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ ახალი კორპუსის საოფისე და სამედიცინო ინვენტარით აღჭურვა. | 473,363.00 |
| ქვეჯამი | 2,292,844.00 | |
| 5 | საექსპერტო და საპროექტო სამუშაოების კომპონენტი |
|
| ა) | სამუშაოების ექსპერტიზა და საექსპერტო მომსახურება | 49,000.00 |
| ბ) | საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება | 1,275,000.00 |
| ბ.ა | შპს „თსსუ გ. ჟვანიას სახელობის საუნივერსიტეტო პედიატრიული კლინიკის“ (ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ. №21) შენობის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება; | 600,000.00 |
| ბ.ბ | შპს „საქართველოს რკინიგზის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს“ შენობის (ქ. თბილისი, ჩაჩავას ქ. №1) რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება | 300,000.00 |
| ბ.გ | ქ. თბილისში, ლუბლიანას ქ. №2/6 არსებულ 6,206 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 01.13.02.09.011) სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ ინფექციური 150-საწოლიანი კორპუსის მშენებლობის ს აპროექტო დოკუმენტაციის მომზადება | 375,000.00 |
| ქვეჯამი | 1,324,000.00 | |
| სულ | 18,265,000.00 | |
|
|
|
მუხლი 2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელი ი. გიორგობიანი