„სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 13 იანვრის №7/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№224/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.014937
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 96, 04/08/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.014.937

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება№224/ნ

2010 წლის 2 აგვისტო

ქ. თბილისი

„სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 13 იანვრის №7/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 13 იანვრის №7/ნ ბრძანების (სსმ III, 13.01.2010 №3 მუხ. 24) პირველი პუნქტით დამტკიცებულ „სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:

1. მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები:

„ე) სს „ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ ძველი მორგის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება.“;

„ვ) შპს „გორის რეგიონალური ონკოლოგიური დისპანსერის „ბერსაბეას“ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება“.

2. მე-3 მუხლის მეორე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციის კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტისა და კატასტროფის შესაბამისი სამსახურებისათვის „GPS მონიტორინგის“ სისტემის შესყიდვა;“.

3. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციის კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტისა და კატასტროფის შესაბამისი სამსახურებისათვის „GPS მონიტორინგის“ სისტემის ტექნიკურ მახასიათებლებს (სპეციფიკაციებს) სსიპ – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელ ცენტრს მიაწვდის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციის კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტი.“.

4. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროგრამის ბიუჯეტი კომპონენტებისა და ღონისძიებების მიხედვით წარმოდგენილია შემდეგ ცხრილში:

 

კომპონენტები და ღონისძიებები

ღირებულება (ლარებში)

1

სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციის კომპონენტი

 

ა)

შპს „თსსუ გ. ჟვანიას სახელობის საუნივერსიტეტო პედიატრიული კლინიკის“ შენობის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია (ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ. №21);

5,363,000.00

ბ)

შპს „საქართველოს რკინიგზის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს“ შენობის (ქ. თბილისი, ჩაჩავას ქ. №1) რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია;

1,737,000.00

გ)

შპს „აკადემიკოს ბიძინა ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ დამამთავრებელი სამუშაოების ნაწილი (მ.შ., გარე და შიდა მოსახვა, ელექტროსამონტაჟო სამუშაოები, შიდა სანტექნიკის, გარე კანალიზაცის, გარე წყალსადენის, სუსტი დენების, საქვაბისა და სასეირნო გალიის მოწყობა);

498,978.00

დ)

სსიპ – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის ბალანსზე რიცხული

ქ. თბილისში წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) დროებითი ავტოსადგომის მოწყობა;

44,800.00

 

ე)

სს „ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ ძველი მორგის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება

47,439.00

ვ)

შპს „გორის რეგიონალური ონკოლოგიური დისპანსერის „ბერსაბეას“ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება

31,701.00

ქვეჯამი

7,722,918.00

2

სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა აღჭურვის კომპონენტი

 

ა)

სსიპ – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული

ქ. თბილისში წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) შიდა სატელეფონო კავშირგაბმულობის მაღალტექნოლო-გიური საშუალებების (პლატფორმა და კონფიგურაცია) შეძენა და მონტაჟი;

560,000.00

ბ)

სსიპ – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის ბალანსზე რიცხული

ქ. თბილისში წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) ფარდა-ჟალუზებით უზრუნველყოფა;

100,000.00

გ)

სს „ა. ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის“ სხივური თერაპიის აპარატის თერაგამ კობალტის მუხტის შეძენა (გამოცვლა).

264,178.00

 დ)

სს „აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრისათვის“ ჟანგბადის სადგურების კომპრესორის შესყიდვა.

150,000.00

 ე)

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციის კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტისა და კატასტროფის შესაბამისი სამსახურებისათვის „GPS მონიტორინგის“ სისტემის შესყიდვა

95,000.00

ქვეჯამი

1,169,178.00

3

სამედიცინო დაწესებულებების მშენებლობის კომპონენტი

 

ქ. თბილისში, ლუბლიანას ქ. №2/6 არსებულ 6,206 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 01.13.02.09.011) სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრისათვის“ ინფექციური 150-საწოლიანი კორპუსის მშენებლობა.

6,125,000.00

ქვეჯამი

6,125,000.00

4

წინა წლებში ნაკისრი ვალდებულებების დაფარვის კომპონენტი

 

ა)

სსიპ – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის ბალანსზე რიცხული

ქ. თბილისში წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) რეაბილიტაცია და დამატებითი სამუშაოები;

730,814.00

ბ)

სსიპ – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის ბალანსზე რიცხული

ქ. თბილისში წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) საოფისე ავეჯისა და ინვენტარის შესყიდვა;

879,717.00

გ)

სს „ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ ახალი კორპუსის საოფისე და სამედიცინო ინვენტარით აღჭურვა.

468,513.00

 

ქვეჯამი

2,079,044.00

5

საექსპერტო და საპროექტო სამუშაოების კომპონენტი

 

ა)

სამუშაოების ექსპერტიზა და საექსპერტო მომსახურება

49,000.00

ბ)

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება

1,100,860.00

 ბ.ა

შპს „თსსუ გ. ჟვანიას სახელობის საუნივერსიტეტო პედიატრიული კლინიკის“ (ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ. №21) შენობის რეაბილიტაცია/ რეკონსტრუქციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება;

600,000.00

 ბ.ბ

შპს „საქართველოს რკინიგზის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს“ შენობის (ქ. თბილისი, ჩაჩავას ქ. №1) რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება

252,561.00

 ბ.გ

ქ. თბილისში, ლუბლიანას ქ. №2/6 არსებულ 6,206 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 01.13.02.09.011) სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ ინფექციური 150-საწოლიანი კორპუსის მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება

248,299.00

ქვეჯამი

1,149,860.00

სულ

18,246,000.00

 

    მუხლი 2.

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

    მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი  ი. გიორგობიანი