,,სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №39 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოსმთავრობის
დადგენილება№76
2011წლის 15თებერვალი
ქ.თბილისი
„სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №39 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №39 დადგენილებით (სსმ, 2011 წელი) დამტკიცებულ პროგრამაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საექსპერტო მომსახურებისა და საპროექტო სამუშაოების კომპონენტი მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:
ა) ფსიქიატრიული დაწესებულებების სარეაბილიტაციო/სარეკონსტრუქციო სამუშაოებისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება;
ბ) ფსიქიატრიული დაწესებულებების შენობების/კონსტრუქციების მდგრადობის ექსპერტიზა;
გ) სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციის კომპონენტის ფარგლებში მიმდინარე/განხორციელებული სამუშაოების ექსპერტიზა.“.
2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ქვეპუნქტის შესაბამისად ამ პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.“.
3. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. პროგრამის ბიუჯეტი
1. „სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამისათვის“ სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებები განისაზღვრა 14 000 000 ლარით.
2. პროგრამის ბიუჯეტი კომპონენტებისა და ღონისძიებების მიხედვით წარმოდგენილია შემდეგ ცხრილში:
| № | კომპონენტები და ღონისძიებები | ღირებულება (ლარებით) |
| 1 | სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციის კომპონენტი | 13,276,782.00 |
| ა) | ფსიქიატრიული დაწესებულებების რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოები | 3,500,000.0 |
| ბ) | სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრისათვის“ შენობის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების თანადაფინანსება | 1,500,000.0 |
| გ) | შპს „თსსუ გ. ჟვანიას სახელობის საუნივერსიტეტო პედიატრიული კლინიკის“ შენობის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია (ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ. №21) | 5,000,000.0 |
| დ) | შპს „საქართველოს რკინიგზის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს“ შენობის (ქ. თბილისი, ჩაჩავას ქ. №1) რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია | 3,000,000.0 |
| ე) | შპს „თსსუ გ. ჟვანიას სახელობის საუნივერსიტეტო პედიატრიული კლინიკის“ შენობის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის (ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ. №21) სამუშაოების საპროექტო-საავტორო ზედამხედველობა | 10,822.0 |
| ვ) | შპს „საქართველოს რკინიგზის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს“ შენობის (ქ. თბილისი, ჩაჩავას ქ. №1) რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების საპროექტო-საავტორო ზედამხედველობა | 1,860.0 |
| ზ) | სსიპ –საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის ბალანსზე რიცხული ქ. თბილისში, წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) დროებითი ავტოსადგომის მოწყობა | 264,100.0 |
| 2 | საექსპერტო მომსახურებისა და საპროექტო სამუშაოების კომპონენტი | 723,218.0 |
| ა) | ფსიქიატრიული დაწესებულებების სარეა ბ ილიტაციო/სარეკონსტრუქციო სამუშაოებისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება | 223,218.0 |
| ბ) | ფსიქიატრიული დაწესებულებების შენობების/კონსტრუქციების მდგრადობის ექსპერტიზა | 20,000.0 |
| გ) | სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციის კომპონენტის ფარგლებში მიმდინარე/განხორციელებული სამუშაოების ექსპერტიზა | 480,000.0 |
|
| სულ | 14,000,000.0. “. |
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №39 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №39 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.02.2011.
- როდის იქნა მიღებული „,,სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №39 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
- „,,სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №39 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 15.02.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №76. სარეგისტრაციო კოდი — 470230000.10.003.016237.
- რამდენი მუხლისგან შედგება „,,სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №39 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №39 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №39 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.02.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №39 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, №76, 15.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.016237 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.02.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1210184/