სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
26.01.2011 ბოლო ცვლილება 01.12.2011
გამომცემი ორგანო
ნომერი
№39
სარეგისტრაციო კოდი
470230000.10.003.016200
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 310111, 31/01/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (9)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №39

2011 წლის 26 იანვარი

ქ. თბილისი

სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შე­სა­ხებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის (ორგანი­ზა­ცი­ული კოდი – 35 07 02) და 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესა­ბა­მისად:

 მუხლი 1. დამტკიცდეს თანდართული სამედიცინო და სა­მინის­ტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღ­ჭურვის სახელმწი­ფო პროგრამა.

 მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                                  ნ. გილაური

 

 

სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამა

    მუხლი 1. პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია სამედიცინო და სამინისტროს სის­ტემის ფიზიკური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, განვი­თარება და განახლება.

    მუხლი 2. პროგრამის ამოცანა

პროგრამის ამოცანაა სამედიცინო და სამინისტროს სის­ტე­მის დაწესებულებათა რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია, მო­დერ­ნიზაცია და განახლება.

    მუხლი 3. პროგრამის კომპონენტები და ღონისძიებები

 1. სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესე­ბუ­ლე­ბათა რეაბილიტაცია/ რეკონსტრუქციის კომპონენტი მოი­ცავს შემდეგ ღონისძიებებს:

ა) ფსიქიატრიული დაწესებულებების რეაბილიტა­ცია/რე­კონ­სტრუქციის სამუშაოები;

ბ) სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლი­ნიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრისათ­ვის“ შენობის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების თანადაფინანსება;

გ) შპს „თსსუ გ. ჟვანიას სახელობის საუნივერსიტეტო პედიატრიული კლინიკის“ შენობის (ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ. №21) რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია;

დ) შპს „საქართველოს რკინიგზის ცენტრალური კლინი­კური საავადმყოფოს“ შენობის (ქ. თბილისი, ჩაჩავას ქ. №1) რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია;

ე) შპს „თსსუ გ. ჟვანიას სახელობის საუნივერსიტეტო პედიატრიული კლინიკის“ შენობის რეაბილიტაცია/რეკონ­სტრუქციის (ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ. №21) სამუშაოების სა­პროექტო-საავტორო ზედამხედველობა;

ვ) შპს „საქართველოს რკინიგზის ცენტრალური კლინი­კური საავადმყოფოს“ შენობის (ქ. თბილისი, ჩაჩავას ქ. №1) რე­აბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების საპროექტო-საავტორო ზედამხედველობა;

ზ) სსიპ – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოცია­ლური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის ბალანსზე რიცხული, ქ. თბილისში, წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთე­ლობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) დროებითი ავტოსადგომის მოწყობა.

 

2. საპროექტო სამუშაოების კომპონენტი მოიცავს ფსი­ქიატრიული დაწესებულებების სარეაბილიტაციო/სარე­კო­ნ­სტრუ­­ქ­­ციო სამუშაოებისათვის საპროექტო-სახარჯთაღრი­ცხვო დოკუმენტაციის მომზადებას.

    მუხლი 4. პროგრამის განხორციელების მეთოდოლოგია

1. ფსიქიატრიული დაწესებულებებისა და სს „ინფექ­ციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრისათვის“ შენობების რეაბი­ლიტა­ცია/რეკონსტრუქციის საპროექტო დოკუმენტაციისათ­ვის სა­მე­დიცინო-ტექნიკურ დავალებას სსიპ – საქართველოს ჯან­მრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმა­ხორ­ციელებელ ცენტრს მიაწვდის საქართველოს შრო­მის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესა­ბა­მისად, ამ პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვე­­­პუნქტითა და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღო­ნის­ძიე­ბები ხორციელდება გამარტივებული შესყიდვის სა­შუ­ალე­ბით.

    მუხლი 5. პროგრამის განხორციელება

„საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შე­სახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პროგრამას 2011 წლის 1 აპრილამდე ახორციელებს სსიპ – „საქარ­თველოს ჯან­მრთელობისა და სოციალური დაცვის პროექ­ტების განმა­ხორციელებელი ცენტრი“, ხოლო 2011 წლის 1 აპრილიდან პროგრამას განახორციელებს საქართველოს შრომის, ჯან­მრთელობისა და სოციალური დაცვის სა­მინისტროს ცენტრა­ლური აპარატი.

    მუხლი 6. პროგრამის ბიუჯეტი

1. „სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესე­ბულე­ბათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრა­მისათვის“ სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებები განისაზღვრა 14 000 000 ლარით.

2. პროგრამის ბიუჯეტი კომპონენტებისა და ღონისძი­ებების მიხედვით წარმოდგენილია შემდეგ ცხრილში:

 

კომპონენტები და ღონისძიებები

ღირებულება

(ლარებით)

1.

სამედიცინო და სამინისტროს სისტემის და­წესებუ­ლებათა რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის კომპონენტი:

13,776,782.00

 

 

ა)

ფსიქიატრიული დაწესებულებების რეა­ბი­ლიტაცია/რე­კონ­სტრუქ­ციის სამუშაოები;

3,500,000.0

 

ბ)

სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლი­ნიკური იმუნოლოგიის სამეცნი­ერო-პრაქტიკული ცენტრისათ­ვის“ შენო­ბის რე­აბილიტაცია/რეკონსტრუქციის სა­მუ­­შაო­ე­ბის თანადაფინანსება;

2,000,000.0

გ)

შპს „თსსუ გ. ჟვანიას სახელობის საუ­ნივერსიტეტო პედიატრიული კლინიკის“ შე­­ნობის რეაბილიტაცია/რეკონ­სტრუქცია (ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ. №21);

5,000,000.0

დ)

შპს „საქართველოს რკინიგზის ცენტრა­ლური კლინიკური საავადმყოფოს“ შენო­ბის (ქ. თბილისი, ჩაჩავას ქ. №1) რეაბი­ლიტაცია/რეკონსტრუქცია;

3,000,000.0

 ე)

შპს „თსსუ გ. ჟვანიას სახელობის სა­უნივერსიტეტო პედიატრიული კლინიკის“ შენობის რეაბილიტაცია/რეკონ­სტრუქციის (ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ. №21) სამუ­შაოების საპროექტო-საავტორო ზედამ­ხე­დ­ველობა;

10,822.0

ვ)

შპს „საქართველოს რკინიგზის ცენტრა­ლური კლინი­კური საავადმყოფოს“ შენო­ბის (ქ. თბილისი, ჩაჩავას ქ. №1) რეაბი­ლიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების საპროექტო-საავტორო ზედამხედველობა;

1,860.0

ზ)

სსიპ – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოცია­ლური დაცვის პროექტების გან­მახორციელებელი ცენტრის ბალანსზე რიცხული, ქ. თბილისში, წერეთლის გამ­ზირ №144-ში მდებარე შენობის (სა­ქარ­თვე­ლოს შრომის, ჯანმრთე­ლობისა და სო­ციალური დაცვის სამინისტროს სის­ტე­მის დაწესებულების) დროებითი ავტო­სად­გომის მოწყობა.

264,100,0

 2.

საპროექტო სამუშაოების კომპონენტი

223,218.0

 

 

ფსიქიატრიული დაწესებულებების სარე­აბილიტაციო/სარეკონსტრუქციო სამუშაო­ებისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება.

223,218.0

 

 

სულ:

14,000,000,0