სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ შენობის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1438
2013 წლის 9 ოქტომბერი
ქ. თბილისი
სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ შენობის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
„საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროსათვის „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაცია და აღჭურვის“ პროგრამის ფარგლებში სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ შენობის (მისამართი: ქ. თბილისი, გუდამაყრის შესახვევი№2) რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების განხორციელების მიზნით, სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრს“ მიეცეს უფლება 2011-2012 წლების დივიდენდი გამოიყენოს მიზნობრივად, ცენტრის კუთვნილ შენობაში მცხოვრები „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ოჯახებისათვის ერთჯერადად დახმარების (თითოეულ ოჯახზე თვეში 200 (ორასი) ლარის სამ თვეზე გაანგარიშებით) გაწევის გზით.
პრემიერ‑მინისტრი ბ . ივანიშვილი