საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა გრძელვადიანი განსახლების უზრუნველსაყოფად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1294
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 05/07/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1294

2012 წლის 5 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა გრძელვადიანი განსახლების უზრუნველსაყოფად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

1. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გა­და­ადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2012-2014 წლებში სახელ­მწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის №1162 განკარ­გულებით დამტკიცებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორი­ებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2012-2014 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა გრძელვადიანი გან­სახ­ლების უზრუნველსაყოფად, ქ. თბილისში, სტურუას ქუჩაზე მდებარე შენობის (ყოფილი 93-ე ბაგა-ბაღის) შესყიდვის მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან (პროგრამული კოდი – 34 02 06) მიმართოს 200 000 (ორასი ათასი) ლარი.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინის­ტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღო­ნისძიებების განხორციელების მიზნით, კანონმდებ­ლობით გათვალისწი­ნებული წესის შესაბამისად, უზრუნველყოს საცხოვრებელი ფართობების საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგი­ლებულ პირთათვის – დევნილთათვის საკუთრებაში გადაცემა.

 

 

პრემიერ-მინისტრი                                           ივანე მერაბიშვილი