ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
13.02.2012 ძალადაკარგული 15.03.2018
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.121.016046
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/02/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 4

2012 წლის 13 თებერვალი

ქ. ვანი

ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 181 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

       მუხლი 1

 ქ. ვანის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრისათვის გამოყენებულ იქნეს:

 ა) შესაბამისი დასახლების მაკრომდებარეობის ინდექსი – Img;

 ბ) ლოკალური ტერიტორიული ინდექსი – ItL;

 გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1კვ.მ-ზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი – C;

 დ) მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი – K.

      მუხლი 2

 ლოკალური ტერიტორიული ინდექსის სიდიდე ქ. ვანის ტერიტორიაზე განისაზღვროს 1,0-ით.

      მუხლი 3

  მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი ქ. ვანის ტერიტორიაზე განისაზღვროს 100-ით: K=100

       მუხლი 4

 მიწის ნორმატიული ფასი 1 კვმ მიწის ფართობისათვის ქ.ვანის ტერიტორიაზე  განისაზღვროს შემდეგი ფორმულით:

CN=Img x ITL X C X K,  სადაც:

 ა) Img – ვანის მუნიციპალიტეტისათვის შეადგენს – 0,37-ს;

 ბ) ItL – ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით შეადგენს – 1,0-ს;

 გ) C – საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულია – 0,24 ლარით;

 დ) K – ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით განსაზღრულია – 100-ით;

 ე) CN=0,37 X 1X 0,24 X 100=8,88 (ლარი).

    მუხლი 5.

 დადგენილების მეოთხე მუხლის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული 1 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასი განისაზღვროს:

 ა) ქ. ვანის ტერიტორიაზე – 8,88 ლარით;

 ბ) ვანის მუნიციპალიტეტის სოფლების ტერიტორიაზე – 3,00 ლარით;

 გ) ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის  საავტომობილო გზების 50 მ-ის რადიუსში – 5,00 ლარით;

 დ) დასახლებათა შორის არეალებში – 2,50 ლარით.

    მუხლი 6.

 კონტროლი დადგენილების შესრულებაზე განახორციელოს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გია ოჩხიკიძემ.

    მუხლი 7.

 ეს დადგენილება ამოქ მედდეს გამოქვეყნებისთანავე .

  საკრებულოს თავმჯდომარე დ .  კაკაბაძე