ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
14.02.2012 ძალადაკარგული 22.03.2012
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2
სარეგისტრაციო კოდი
200130000.35.103.016044
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/02/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2012 წლის 14 თებერვალი     

დაბა მესტია

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. შემოღებულ იქნეს მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართი №1-ის შესაბამისად (დანართი №1 თან ერთვის).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ’’. მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის, 31 მარტის №6 დადგენილება.

3. ეს დადგენილება გამოქვეყნდეს კანონით დადგენილი წესით და ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.

დანართი: 2 ფურცელი

საკრებულოს თავმჯდომარე           გ.გვარლიანი

დანართი №1

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები

    მუხლი 1

საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს;

ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;

ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;

გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1,5-ჯერ;

დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3-ჯერ.

 დასაბეგრი ქონების აფასება არ ვრცელდება:

ა) საწარმოოზე, თუ იგი მის ბალანსზე რიცხულ ქონებას აღრიცხავს გადაფასების მეთოდის გამოყენებით და აქვს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პირების მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება; ამასთანავე აუდიტირებული ფინანსური გაანგარიშება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ოთხი წლის ვადით.

    მუხლი 2

საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი შეადგენს 1 პროცენტს.

    მუხლი 3

ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებია:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0,2 პროცენტისა;

ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1-პროცენტისა.

    მუხლი 4

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:

ა) სახნავი და საკარმიდამო კარგი მიწებისათვის – 56 ლარი, მწირი მიწებისათვის – 51 ლარი;

ბ) სათიბებისათვის – 2,5 ლარი;

გ) საძოვრებისათვის – 1,5 ლარი.

    მუხლი 5

ტყის მიწებზე ქონების გადასახადი წლიური განაკვეთია 10 ლარი, ხოლო ტყის მიწებისათვის რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით 25

    მუხლი 6

ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 3 ლარი.

    მუხლი 7.

1. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთები განისაზღვროს შემდეგი ოდენობით ლარებში:

 

მესტიის მუნიციპალიტეტი

ტერიტორ -

იული კოეფიციე

ნტი

საბაზისო

განაკვეთი

1 მ 2 -ზე

(ლარებში )

წლიური გადასახადის განაკვეთი

 1 მ 2 -ზე

(3 X 4)

1

 დაბა მესტია

0,22

0,24

0,053

 2.

მესტიის მუნიციპალიტეტის თემებსა

და სოფლებში

0,15

  0,24

0,035

 

    მუხლი 8

 ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესაბამისი დაბეგვრის ობიექტების მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე და 206-ე მუხლებით.