ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
10.02.2012 ბოლო ცვლილება 13.02.2024
გამომცემი ორგანო
ნომერი
№7
სარეგისტრაციო კოდი
200130000.35.137.016043
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/02/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება №7

2012 წლის 10 თებერვალი

დ აბა ადიგენი

ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ” ქვეპუქტის ; საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, 201-204 მუხლების ; „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკრებულო ადგენს:

1. შემოღებულ იქნეს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართი №1-ის შესაბამისად.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 20 11 წლის 4 აპრილის №8 დადგენილება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.

საკრებულოს თავმჯდომარე           გ. ენდელაძე

 

დანართი №1

ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები

    მუხლი 1

შემო ღ ებულ იქნეს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემდეგი ადგილობრივი (ქონების) გადასახადები:

1. რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაციი ს ა თვის (საქართველოს საწარმო ან საქართველოს ორგანიზაცია) – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე და არამატერიალურ აქტივებზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.

2. არარეზიდენტი საწარმოსათვის – საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ქონებაზე (მათ შორის, იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემულ, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ქონებაზე).

3. ფიზიკური პირისთვის:

ა) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებზე;

ბ) არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებულ ქონებაზე;

გ) ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე და არამატერიალურ აქტივებზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.

4. მიწაზე ქონების გადასახადი პირისათვის ( ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი –საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, საწარმო ან ორგანიზაცია – საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად) საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:

ა) მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე;

ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი;

გ) მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.

    მუხლი 2

განისაზღვროს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემდეგი განაკვეთები:

1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი ა დასაბეგრი ქონების ღირებულები ს 1 პროცენტ ი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს:

ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;

ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;

გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;

დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3-ჯერ.

2. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1 პროცენტის ოდენობით. ამ პუნქტის მიზნებისათვის ლიზინგით გაცემული დასაბეგრი ქონების საბალანსო ღირებულება არის ქონების გაცემის მომენტისათვის არსებული ღირებულება, ხოლო ყოველი მომდევნო წლისათვის ქონების ღირებულებად ითვლება აღნიშნული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულება, რომელიც ამ ქონებას ექნებოდა ლიზინგით არგაცემის შემთხვევაში.

3. ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით შემდეგი ოდენობით:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.05 პროცენტი;

ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8 პროცენტი.

4. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი:

 

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის დასახელება

ქონების გადასახადის განაკვეთი (ლარი/ჰა)

ა დიგენის მუნიციპალიტეტი

სახნავი (მათ შორის მწირი)

სათიბები

საძოვრებ

საკარმიდამო

ბუნებრივი რესურსები

40

12

8

0

3

 

5. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების ერთ კვადრატულ მეტრზე წლიური გადასახადის განაკვეთ ები:

 

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის დასახელება

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე გადასახადის ტერიტორიული კოეფიციენტი

საბაზისო განაკვეთი 1 მ2-ზე (ლარებში)

წლიური გადასახადის განაკვეთი 1 მ2-ზე (ლარებში)

(2 X 3)

1

2

3

4

დაბა ადიგენი

0,5

0,24

0 ,12

დაბა აბასთუმანი

1

0,24

0,24

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლები

0,3

0,24

0,072

    მუხლი 3

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, შესაბამისი დასაბეგრი ობიექტის მიხედვით, ქონების გადასახადისგან გათავისუფლდეს:

ა) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის მიწის ნაკვეთი;

ბ)  ავტოფარეხებ ი და მასზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები ;

გ ) საცხოვრებელ სახლზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები (სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების) და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების თავისუფალი მიწის ნაკვეთები.

    მუხლი 4

ცნობად იქნეს მიღებული, რომ ტერმინთა განმარტებები, ცნებების მნიშვნელობა, ადგილობრივი გადასახადების გადამხდელი პირი, გადასახადების გამოანგარიშების, გადახდისა და ანგარიშგების წესები და ვადები, აგრეთვე გადასახადისაგან გათავისუფლების შემთხვევები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსით.