ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
10.02.2012 ძალადაკარგული 18.02.2013
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4
სარეგისტრაციო კოდი
200140030.35.112.016067
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/02/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2012 წლის 10 თებერვალი

 ქ. ლანჩხუთი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22 -ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25 -ე მუხლისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების შესაბამისად,

მუხლი1. დადგინდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (დანართი თან ერთვის);

მუხლი 2. ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს 2011 წლის 25 თებერვლის „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ №7 დადგენილება.

 მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე რ . ჩიტიძე

დანართი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი

1.სახელმწიფო და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში ,,მიწის ნორმატიული ფასი“) გამოანგარიშდება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

 CN=IMGX ITL X CX K სადაც:

ა) CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

ბ) IMG არის ქ.ლანჩხუთის მიკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,38 -ს;

გ) ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის ერთს;

დ) C არის არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;

ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა შეადგენს 100;

2. პირველი პუნქტის შესაბამისად ქალაქ ლანჩხუთის მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით: CN=0,38 X1 X 0,24 X 100=9,12

3. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ ლანჩხუთის დადგენილი ფასის 35% -ის ოდენობით და იგი შეადგენს 3,19 ლარს;

4. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ ლანჩხუთის დადგენილი ფასის 25% -ის ოდენობით და იგი შეადგენს 2,28 ლარს;

5. სოფელ მალთაყვიდან მდინარე სეფისწყალამდე შავი ზღვის ნაპირიდან 500 მეტრის რადიუსში არსებულ დასახლებებში და დასახლებათა შორის არიალებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ ლანჩხუთის დადგენილი ფასის 100% -ის ოდენობით, რაც შეადგენს 9,12 ლარს .

6. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი „საქართველოს საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) , გარდა დანართის მე -2 და მე -5 პუნქტებით გათვალისწინებული ტერიტორიებისა, მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ.ლანჩხუთში დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50% -ის ოდენობით და იგი შეადგენს 4,56 ლარს.

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 18.02.2013.
როდის იქნა მიღებული „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“?
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ მიღებულია 10.02.2012. მიმღები ორგანო — ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №4. სარეგისტრაციო კოდი — 200140030.35.112.016067.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 18.02.2013-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.02.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“, №4, 10.02.2012, სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.112.016067 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.02.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1589111/