აბაშის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
13.02.2012 ძალადაკარგული 28.02.2013
გამომცემი ორგანო
ნომერი
№7
სარეგისტრაციო კოდი
200140030.35.110.016080
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/02/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2012 წლის 13 თებერვალი

ქ. აბაშა

აბაშის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის, პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების საფუძველზე, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. აბაშის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს №1 დანართის მიხედვით.

2. დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის №3 დადგენილება „აბაშის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“.

3.დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე დ. თოფურია

დანართი №1

აბაშის მუნიციპალიტეტში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განაკვეთები

1. აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – მიწის ნორმატიული ფასი) განისაზღვრება, შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

CN = IMG X ITL X C X K , სადაც:

ა) CN – არის ერთი კვადრატული მეტრი, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

ბ) IMG – არის აბაშის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,47-ს;

გ) ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს (რადგან ქალაქ აბაშაში ზონირება არ ხორციელდება);

დ) C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა 0,24 ლარის ტოლია;

ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა განისაზღვროს 140-ით.

2. პირველი პუნქტის მიხედვით, ქ. აბაშაში 1მ 2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს შემდეგი სახით:

 

IMG

ITL

C

K

CN

0,47

1

0,24

140

15,792

 

3. აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალ, „საერთაშირისო და შიდასახელმწიფროებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის№287 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშირისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის (თბილისი-სენაკი-ლესელიძ ე) 50მ რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. აბაშაში დადგენილი ფასის 100%-ის ოდენობით, ანუ 15,792 ლარით.

4. აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალ, „საერთაშირისო და შიდასახელმწიფროებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ», საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის№287 ბრძანებულებით განსაზღვრულ შიდასახელმწიფროებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის (აბაშა–მარტვილი და აბაშა–გაღმა კოდორი–გულეიკარი–ჯაპან ა) 50მ რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. აბაშაში დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით, ანუ 7,896 ლარით.

5. აბაშის მუნიციპალიტეტის თემებსა და სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზრვროს ქ. აბაშაში დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით, ანუ 7,896 ლარით, ხოლო დასახლებათა შორის არეალებში, გარდა საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50მ რადიუსში არსებული არეალებისა, 25%-ის ოდენობით, ანუ 3,948 ლარით.