ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
13.02.2012 ძალადაკარგული 28.03.2013
ნომერი
№5
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.142.016035
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/02/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება № 5

2012 წლის 13 თებერვალი

ქ. ნინოწმინდა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ” ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ   დ ა ა დ გ ი ნ ა :

მუხლი 1. შემოღებულ იქნეს და დამტკიცდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემდეგი სახის ადგილობრივი მოსაკრებლები:

1. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის;

2. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის;

3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.

მუხლი 2. განისაზღვროს და დამტკიცდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემდეგი განაკვეთები:

1. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის:

ა. ახალ ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 1.0 ლარის ოდენობით;

ბ. ახალ ასაშენებელი საკუთარი წყალსადენებისა და წყალარინების მშენებლობის თითოეული გრძივი მეტრისათვის 0,25 ლარის ოდენობით;

გ. გათავისუფლდეს მოსაკრებლის გადახდისაგან სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა.

2. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის:

ა. ერთ სულ მოსახლეზე 0.20 ლარის ოდენობით თვეში;

ბ. იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის 13.80 ლარის ოდენობით ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე.               

3. სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით დიფერენცირებული სათამაშო ბიზნესის შემდეგი მოსაკრებელი:

ა. სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარის ოდენობით;

ბ. თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 3000 ლარის ოდენობით;

გ. თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10 პროცენტის ოდენობით;

დ. სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაზე – კვარტალში  40 000 ლარის ოდენობით;

ე. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 3 000 ლარის ოდენობით.

მუხლი 3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 თებერვლის №4 დადგენილება ,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების დამტკიცების შესახებ” . (სსმ ვებგვერდი 18.03.2011).

მუხლი 4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 საკრებულოს თავმჯდომარე                              ვ. სტამბოლციანი                          

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.03.2013.
როდის იქნა მიღებული „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“?
„ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 13.02.2012. მიმღები ორგანო — ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №5. სარეგისტრაციო კოდი — 210020010.35.142.016035.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 28.03.2013-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.03.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“, №5, 13.02.2012, სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.142.016035 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.03.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1589896/