„მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის №314 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №51
2012 წლის 14 თებერვალი
ქ. თბილისი
„მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის №314 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის №314 დადგენილებაში (სსმ, 19.10.2010 წ.) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ბერუჩაშვილი –ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მთავარი მრჩეველი
გიორგი ვაშაძე –საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე
ეკატერინე ზღულაძე –საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე
ნინო კალანდაძე –საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
კონსტანტინე კინწურაშვილი–საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
დავით ლომიძე –საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
თამარ მარტიაშვილი –საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე
ირაკლი მატკავა–საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე
ირაკლი ნადირაძე –დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე
ნოდარ სურგულაძე –საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე
თენგიზ ცეკვავა –სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური