„უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 25 აგვისტოს №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №361 |
|
2013 წლის 24 დეკემბერი ქ.თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 25 აგვისტოს №206 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აღმოჩენილი უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების შედეგად მოპოვებული მასალის შესწავლის, ანალიზისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეიქმნას უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისია (შემდგომში - კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
ალექსანდრე ჭიკაიძე - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე;
ოთარ ფარცხალაძე - საქართველოს მთავარი პროკურორი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
თეა წულუკიანი - საქართველოს იუსტიციის მინისტრი, კომისიის წევრი;
მერაბ გაბინაშვილი - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, კომისიის წევრი;
უჩა ნანუაშვილი - საქართველოს სახალხო დამცველი, კომისიის წევრი;
თამარ ქალდანი - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, კომისიის წევრი;
ლაშა ტუღუში - გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი, კომისიის წევრი;
კახაბერ კახიშვილი - საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, კომისიის წევრი;
ეკა გიგაური - ა(ა)იპ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, კომისიის წევრი.“.
|