„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №503 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№59
სარეგისტრაციო კოდი
280120000.10.003.016732
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/02/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 საქართველოს მთავრობის

დადგენილება №59

2012 წლის 21 თებერვალი

ქ. თბილისი

„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №503 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №503 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,03/01/2012, 280120000.10.003.01.6663) და ამ დადგენილებით დამტკიცებულ „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დღის ცენტრების ქვეპროგრამის (დანართი 1.3):

ა) მე-4 მუხლის მე‑4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) თუ ბენეფიციარი (ბენეფიციარები) მიმდინარე თვეში აგრძელებს (აგრძელებენ) იმავე დღის ცენტრის მომსახურებით სარგებლობას, რომლითაც სარგებლობდა (სარგებლობდნენ) წინა თვეში, ამ დღის ცენტრისათვის მიმდინარე თვეში ვაუჩერით დაფინანსებული მომსახურების ანაზღაურებისათვის ჯამურად გადასარიცხი თანხის ოდენობა მცირდება წინა თვეში ამ ბენეფიციარის (ბენეფიციარების) მიერ ნებისმიერი მიზეზით გაცდენილი დღეების რაოდენობის ნამრავლით წინა თვეში მოქმედი ვაუჩერის დღიური ანაზღაურების ოდენობაზე, თუ ამ ბენეფიციარის (ბენეფიციარების) მიერ გაცდენილი სამუშაო დღეების რაოდენობა ხუთზე მეტია;

ბ) ბენეფიციარის (ბენეფიციარების) მიერ მიმდინარე თვეში დღის ცენტრის შეცვლის შემთხვევაში,წინა დღის ცენტრისათვის მიმდინარე თვეში ვაუჩერით დაფინანსებული მომსახურების ანაზღაურებისთვის ჯამურად გადასარიცხი თანხის ოდენობა მცირდება წინა თვეში ამ ბენეფიციარის (ბენეფიციარების) მიერ ნებისმიერი მიზეზით გაცდენილი დღეების რაოდენობის ნამრავლით წინა თვეში მოქმედი ვაუჩერის დღიური ანაზღაურების ოდენობაზე, თუ ამ ბენეფიციარის (ბენეფიციარების) მიერ გაცდენილი სამუშაო დღეების რაოდენობა ხუთზე მეტია;“;

ბ) მე‑4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. ქვეპროგრამა ასევე უზრუნველყოფს 2012 წლის განმავლობაში იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მოქმედი დღის ცენტრების ბენეფიციართა დაფინანსებას, სადაც ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმის ფარგლებში გამოვლინდება დღის ცენტრის მომსახურებაში ბენეფიციართა ჩართვის საჭიროება, ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ლიმიტების გაუთვალისწინებლად.“.

2. მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა საოჯახო მომსახურების ქვეპროგრამ ის (დანართი 1.4) მე‑4 მუხლის მე‑7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. მცირე საოჯახო ტიპის სახლში მომსახურების ანაზღაურებისათვის განკუთვნილი ვაუჩერის ტალონზე თვეში ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის (15 ლარის) ნამრავლით მომსახურების მიღების თვის კალენდარულ დღეთა რაოდენობაზე (მცირე საოჯახო ტიპის სახლში ბენეფიციარის ჩარიცხვის ან ამორიცხვის თვეს – შესაბამის თვეში ამ ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურების დღეების რაოდენობაზე).“.

3. შშმ პირთა სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამ ის (დანართი 1.7) მე-4 მუხლის მე‑5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „5. ვაუჩერის ტალონზე ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებული დღიური დაფინანსების ოდენობა შეადგენს 15 ლარს.თვეში ასანაზღაურებელი თანხა ერთ ტალონზე გაიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის ნამრავლით თვის კალენდარულ დღეთა რაოდენობაზე (სათემო ორგანიზაციაში ბენეფიციარის ჩარიცხვის ან ამორიცხვის თვეს – შესაბამის თვეში ამ ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურების დღეების რაოდენობაზე).“.

4. სმენის აპარატებით უზრუნველყოფის კომპონენტის (დანართი 1.13.3) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) პირზე გაცემული „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისათვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ“ მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №64/ნ ბრძანებით დამტკიცებული ფორმა №IV-50/2-ის ასლი, სადაც მითითებული იქნება ამ კომპონენტით გათვალისწინებული სმენის აპარატის საჭიროება.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                        ნ. გილაური