თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
17.02.2012 ძალადაკარგული 15.02.2013
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.126.016058
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/02/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2012წლი ს 17თებერვალი

ქ. თერჯოლა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ” ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის,„სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულები სა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

 1. დადგინდეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართის შესაბამისად.

 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს„თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №3 დადგენილება (სსმ, 09/03/2011).

 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  

საკრებულოს თავმჯდომარე ტ . ფანჩულიძე

დანართი

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი

      მუხლი 1

  თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ.მ მიწის ფართობზე იანგარიშება შემდეგი ფორმულით (CN  = IMG  X ITL  X C X K ) სადაც:

 ა) (CN ) არის მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ.მ მიწის ფართობზე;

 ბ)IMG  არის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის მაკრომდებარეობის ინდექსი;

 გ) ITL  არის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის ლოკალურ ტერიტორიული ინდექსი;

 დ) C არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი წლიური გადასახადის საბაზისო განაკვეთი – 0,24 ლარი;

 ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი.

    მუხლი 2

 თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის მაკრომდებარეობის ინდექსი განისაზღვროს 0,43.

    მუხლი 3

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის ლოკალურ ტერიტორიული ინდექსი განისაზღვროს 1,0.

    მუხლი 4

 მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი დადგინდეს 30.

    მუხლი 5

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ.მ მიწის ფართობზე განისაზღვროს:

 

ტერიტორია

კვ/მ მიწის

ნორმატიული

ფასი.

(0,43X1,0X0,24X30)

ლარი

1

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრში

(ქ. თერჯოლის ტერიტორია)

 

3,096

        

2

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი საქართველოს საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის (თბილისი–სენაკი–ლესელიძე) 50 მ. რადიუსში (ორივე მხარეს) მდებარე არეალისათვის

(მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 100 პროცენტი)

           3,096

3

 თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მ. რადიუსში (ორივე მხარეს) მდებარე არეალისათვის

 

 

ჩოლაბურის ხიდი – თერჯოლა –ტყიბული

 

 

(მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 100 პროცენტი)

3,096

ქუთაისი(საღორია)–ბაღდათი–აბასთუმანი–ბენარა

ქუთაისი–საფიჩხია–ჭოგნარი

თერჯოლა–ტყიბულის საავტომობილო გზის კმ 8 – რუფოთი–ალისუბანი–საზანო–თუზი–კიცხი–ქვაციხე

 

(მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 70 პროცენტი)

2,167

4

სოფლები და დასახლებათა შორის არეალი (გარდა ამ ცხრილის მე-2 და მე-3 პუნქტებისა)

 

(მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50 პროცენტი)

1,548