„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 ივლისის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №13
2012 წლის 22 თებერვალი
ქ. ზუგდიდი
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 ივლისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1.,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ‘’ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 ივლისის №14 დადგენილებაში (სსმ 14/07/2010წ.) სარეგისტრაციო კოდი შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) 116-ე მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. საკრებულოს ნორმატიული აქტი – საკრებულოს დადგენილება ოფიციალურად ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე და აგრეთვე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე „www.zugdidi-sakrebulo.ge“.
2. დაევალოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოს დადგენილების რეგისტრაცია და გამოქვეყნება.
3. დადგენილება ამოქმედდეს ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ლ. კონჯარია