თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობათა დასახელებისა და თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (6)
შემდგომი ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს
დადგენილება №3/4
2012 წლის 21 თებერვალი
ქ. ფოთი
თვითმმართველი ქალაქ ის - ფ ოთის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის„ი“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3პუნქტის ,,პ” ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების და საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს№726 ბრძანებულების `ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“შესაბამისად,თვითმმართველი ქალაქ ის-ფოთის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1. დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქ ის-ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგო, თანახმად დანართი№1-ისა.
მუხლი 2 . ძალადაკარგულად გამოცხადდეს თვითმმართველი ქალაქ ის-ფოთის საკრებულოს 2008 წლის 12 მარტის №4/24დადგენილება„თვითმმართველი ქალაქ ფოთის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ“.
მუხლი 3 . დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 თებერვლიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
საკრებულოს თავმჯდომარე ი. საღინაძე
დანართი №1
თვითმმართველი ქალაქ ის-ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგო ები
| № | თანამდებობათა დასახელება | თანამდებობრივი სარგოების (ლარებში) |
| 1 | საკრებულოს თავმჯდომარე | 2480 |
| 2 | მერი | 2480 |
| 3 | საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე | 1500 |
| 4 | საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე | 1400 |
| 5 | მერის მოადგილე | 1250
|
| 6 | სამსახურის უფროსი, საკრებულოს აპარატის უფროსი | 900 |
| 7 | ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული | 800 |
| 8 | საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე | 710 |
| 9 | უფროსი საჯარო თანამდებობის პირი, სამსახურის უფროსის მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე, მერის თანაშემწე,სხვა უფროსი საჯარო თანამდებობის პირი - განყოფილების უფროსი | 550 |
| 10 | უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი, მთავარი სპეციალისტი | 480 |
| 11 | უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი, სპეციალისტი | 450 |
| 12 | უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი, სპეციალისტი (მძღოლი, მეხანძრე, მეელსმენე) | 310 |