სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (5 მუხლი)
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №9
2012 წლის 22 თებერვალი
ქ. სენაკი
სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების, „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების დანართი №4-ის შესაბამისად
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1 . დამტკიცდეს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის №28 დადგენილება (www.matsne.gov.ge. 10/05/2011წ. სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.108.016048).
მუხლი 3 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 4 . დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
მუხლი 5. დადგენილება გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე ბ. ნარმანია
დანართი №1
სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა
თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები
| №
|
თანამდებობათა დასახელება | თანამდებობათა სარგოები (ლარებში) |
| 1 | 2 | 3 |
| 1 | გამგებელი | 2360 |
| 2 | გამგებლის მოადგილე | 900 |
| 3 | სამსახურის უფროსი, ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული | 700 |
| 4 | გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი | 500 |
| 5 | გამგებლის თანაშემწე | 450 |
| უმცროსი საჯარო თანამდებობა | ||
| 6 | მთავარი სპეციალისტი | 420 |
| 7 | წამყვანი სპეციალისტი | 380 |
| 8 | უფროსი სპეციალისტი | 350 |
| 9 | სპეციალისტი | 330 |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 26.10.2012.
- როდის იქნა მიღებული „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე“?
- „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე“ მიღებულია 22.02.2012. მიმღები ორგანო — სენაკის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №9. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.108.016088.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 26.10.2012-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 5 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.10.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე“, №9, 22.02.2012, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.108.016088 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.10.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1597102/