ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის შპს „ეროვნული რეესტრი“–ს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზიის გაუქმების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის
განკარგულება №167
2012 წლის 23 თებერვალი
ქ. თბილისი
ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის– შპს „ეროვნული რეესტრის“ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზიის გაუქმების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 52-ე მუხლის „ბ“ პუნქტის, „ფასიანი ქაღალდების შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის „ა“ პუნქტისა და 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 2 დეკემბრის №225/01 ბრძანების საფუძველზე:
1. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს – შპს „ეროვნული რეესტრს“გაუუქმდეს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზია №70007 და ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2000 წლის 26 იანვრის №9 ბრძანება ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის – შპს „ეროვნული რეესტრისათვის” ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზიის გაცემის თაობაზე.
2. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი – შპს „ეროვნული რეესტრი“ ვალდებულია შეასრულოს „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზირების, ფინანსური ანგარიშგების წარდგენის, კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის საქმიანობის შეწყვეტის წესის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 9 მარტის №33/01 ბრძანების მე-14 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა.
3. საქართველოს ეროვნული ბანკის არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტს დაევალოს ამ განკარგულების 10 დღის ვადაში საქართველოს საკანმონმდებლო მაცნეში გამოქვეყნება.
4. ამ განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია ერთი თვის ვადაში, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6).
5. წინამდებარე განკარგულება ძალაშია ხელმოწერის მომენტიდან.
ვიცე-პრეზიდენტი ო. ნადარაია