ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს
დადგენილება №9
2012 წ ლის 28 თებერვალი
ქ. ზესტაფონი
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონის 22- ე მუხლის 1- ლი პუნქტის „თ“ქვეპუნქტისა და 43- ე მუხლის მე- 2 პუნქტის შესაბამისად:
მუხლი 1
დამტკიცდეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულება დანართი №1-ის შესაბამისად (თან ერთვის).
მუხლი 2
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელს.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. მასხარაშვილი
დანართი №1
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1. ზოგადი დებულება
1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური (ტექსტში შემდეგ „სამსახური“) წარმოადგენს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების სარგებლობაზე ზედამხედველობას მუნიციპალური და სახელმწიფო პროგრამების კოორდინაციის ფარგლებში; შეიმუშავებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალურ პროგრამებს როგორც ზოგადად , სოფლის მეურნეობის საკითხებში , ისე მელიორაციის სისტემების განვითარების საკითხებში. უზრუნველყოფს სასოფლო-სამეურნეო კულტურებისა და მათი გამოყენების შესახებ სხვადასხვა რეკომენდაციის შედგენას და მათ კოორდინაციას შესაბამის სასოფლო -სამეურნეო პროგრამებში.
2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონი თ, საქართველოს კანონმდებლობი თ ა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
3. სამსახურის დებულებას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
4. სამსახურს აქვს შესაბამისი ბლანკი, შტ ა მპი და ბეჭედი თავისი დასახელებით.
მუხლი 2. სამსახურის უფლება-მოვალეობები
1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის ფუნქციაა:
ა) ზედამხედველობა გაუწიოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მუნიციპალური სასოფლო-სამეურნეო პროგრამების განხორციელებას;
ბ) მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, კოორდინაცია გაუწიოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო პროგრამებით გათვალისწინებულ ღონისძიებებს;
გ) შეიმუშაოს და მოქმედი კანონმდებლობით დასამტკიცებლად წარმოადგინოს სასოფლო-სამეურნეო საკითხებში სხვა და სხვა მიმართულების მუნიციპალური პროგრამები.
დ) ორგანიზაციას და კოორდინაციას უწევს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხვნა-თესვის მიმდინარეობის საკითხებს;
ე) კოორდინაციას და რეკომენდაციას უწევს მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებს, მუნიციპალიტეტში მოქმედი სასოფლო-სამეურნეო პროგრამების მიმდინარეობის და მათი ეფექტურობის შესახებ;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს წინადადებებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სარწყავ-სამელიორაციო სისტემების განვითარებისა და მათი ეფექტურად გამოყენების შესახებ;
ზ) კოორდინაციას უწევს, სოფლის მეურნეობის კუთხით, ვეტერინარიის საკითხებს;
თ) საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებით და გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
2. სამსახურს უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია; საჭიროების შემთხვევაში, ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით, მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია;
ბ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები; საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები;
გ) კოორდინაცია გაუწიოს სოფლის მეურნეობის საკითხებში არსებულ სახელმწიფო პროგრამებს;
დ) შეიმუშაოს და ზედამხედველობა გაუწიოს სოფლის მეურნეობის საკითხებში მუნიციპალურ პროგრამებს;
ე) მოამზადოს ან/და შეითანხმოს სოფლის მეურნეობის სფეროს საკითხებთან დაკავშირებული სხვადასხვა პროექტი;
გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა და მუშაობის ორგანიზაცია
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი ( ტექსტში შემდგომ „უფროსი“), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
2. სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური აერთიანებს:
ა) მთავარ სპეციალისტს სოფლის მეურნეობის საკითხებში;
ბ) მთავარ სპეციალისტს სასოფლო ინფრასტრუქტურის საკითხებში.
3. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს განსაზღვრავს საკრებულო, ხოლო საშტატო ნუსხას ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. სამსახურის უფროსი:
ა) უზრუნველყოფს სამსახურის მუშაობის ზუსტ ორგანიზაციას და, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად პასუხს აგებს დაკისრებულ ი ამოცანებ ი სა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მუშაკებს შორის და კოორდინაციას უწევს მათ საქმიანობას;
გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობ ი ს ცალკეულ მიმართულებებს;
დ) დადგენილი წესით, ამზადებს წინადადებებს საშტატო განრიგისა და ხარჯთაღ რ იცხვაში ცვლილებებ ი სა და დამატების შეტანის თაობაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში;
ე) ასრულებს გამგებლის ცალკეულ დავალებებს.
5. სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
მუხლი 4. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. მასხარაშვილი