„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ’’ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 05 აპრილის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს
დადგენილება №07
2012 წლის29 თებერვალი
ქ. ბათუმი
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ’’ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 05 აპრილის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 თებერვლის №50 დადგენილების თანახმად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. ,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ’’ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 05 აპრილის №17 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 12/04/2011წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.133.016035) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 პუნქტის ,,ბ”, ,,დ” და ,,ე” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) საძოვრებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) – 16ლარი ჰექტარზე.”.
,,დ) სახნავისათვის (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამოსათვის – 87 ლარი ჰექტარზე;
ე) ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყის მიწები, რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით – 87 ლარი ჰექტარზე.”.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 01 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. ფარტენაძე