ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
05.04.2011 ბოლო ცვლილება 29.08.2012
ნომერი
№17
სარეგისტრაციო კოდი
200130000.35.133.016035
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110407005, 12/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2011 წ ლის 5 აპრილი

დ. ხელვაჩაური

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22 -ე მუხლის პირველი „მ” ქვეპუნქტის, აგრეთვე საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7, 204-ე მუხლის , `ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის და ,,სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. შემოღებულ იქნ ე ს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი.

2. განისაზღვროს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები, თანახმად დანართისა.

3. ამ დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის პირველი მარტის №11 დადგენილება.

4. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე მ. ფარტენაძე

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების)

გადასახადის განაკვეთები

1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) .

2. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსათვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1%-ის ოდენობით.

3. ფიზიკური პირისთვის დასაბეგრ ქონებაზე, გარდა მიწისა, გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.1%;

 ბ) 100 000 ლარისა და მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1%;

4. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი დადგინდეს წელიწადში ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარებში;

ა) საკარმიდამო მიწებისათვის – 87 ლარი ჰექტარზე;

  ბ) საძოვრებისთვის (ბუნებრივი, გაკულტურებული) – 15 ლარი ჰექტარზე;

  გ) სათიბებისთვის (ბუნებრივი, გაკულტურებული) – 20 ლარი ჰექტარზე;

 დ) სახნავი მიწებისთვის (კარგი, მწირი) – 87 ლარი ჰექტარზე;

  ე) ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეებისთვის – 40 ლარი ჰექტარზე;

 ვ) ავტოფარეხისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთებისათვის – 0.25 ლარი 1 კვ.მ. -ზე;

 ზ) ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირებისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწებისათვის – 3 ლარი ჰექტარზე.

 5. წყალმომარაგების მომსახურების გამწევი საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის დასაბეგრი ქონებაზე (გარდა მიწისა) ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების ღირებულების 0.1% -ის ოდენობით.

 6. სასტუმროს ქონებაზე გარდა მიწისა გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს მის ბალანსზე არსებული, ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული ქონების ან ქონების ნაწილის, რომელიც გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის, საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და წლის ბოლოსათვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 0.25%-ის ოდენობით.

 7. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 1 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს 0.24 ლარის ოდენობით. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტერიტორიული კოეფიციენტი განისაზღვროს 1 -ის ოდენობით.

 8. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ “ ქვეპუნქტის მიზნებისათვის ქონების გადასახადისაგან განთავისუფლდეს:

 ა) მრავალსართულანი (მრავალბინიანი) საცხოვრებელი კორპუსებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები;

 ბ) საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.08.2012.
როდის იქნა მიღებული „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“?
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 05.04.2011. მიმღები ორგანო — ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №17. სარეგისტრაციო კოდი — 200130000.35.133.016035.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 3 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 29.08.2012-დან.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.08.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“, №17, 05.04.2011, სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.133.016035 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.08.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1276066/