ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
01.03.2011 ძალადაკარგული 05.04.2011
ნომერი
№11
სარეგისტრაციო კოდი
200130000.35.133.016029
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110304003, 17/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2011 წ ლის1 მარტი

  დ. ხელვაჩაური

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

     ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ” ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7, 204-ე მუხლ ებ ის და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601მუხლისა და საქართველოს მთავრობის №394 დადგენილების შესაბამისად,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

     1. შემოღებულ იქნ ე ს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი.

     2. განისაზღვროს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები, თანახმად დანართისა.

     3. ამ დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 იანვრის №4 დადგენილება.

     4. ბ ათილად იქნ ე ს ცნობილი „ხ ელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 01 თებერვლის №2 დადგენილება მისი მიღებისთანავე.

     5. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.

      საკრებულოს თავმჯდომარე                მ. ფარტენაძე

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების)

გადასახადის განაკვეთები

1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).

2. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსათვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1%-ის ოდენობით.

3. ფიზიკური პირისთვის დასაბეგრ ქონებაზე, გარდა მიწისა, გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.1%;

ბ) 100 000 ლარისა და მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1%.

4. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთი (დიფერენცირებულია მიწის ხარისხის მიხედვით) დადგინდეს წელიწადში ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარებში;

ა) სახნავი და მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწებისათვის:

 

საბაზისო განაკვეთი (ლარი/ჰა)

მიწის ხარისხი

კარგი

მწირი

87

67

 

   ბ) ბუნებრივი სათიბებისა და საძოვრებისათვის:

საბაზისო განაკვეთი (ლარი/ჰა)

სათიბები

საძოვრები

გაკულტურებული

სათიბები

საძოვრები

18

15

20

16

 

5. წყალმომარაგების მომსახურების გამწევი საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის დასაბეგრი ქონებაზე (გარდა მიწისა) ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების ღირებულების 0.1% ოდენობი თ.

6. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სასტუმროების ქონებაზე (გარდა მიწისა)  ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების ღირებულების 0.25 %  ოდენობით.

7. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 1 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს 0.24 ლარის ოდენობით.

8. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდეს:

ა) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები 1000 კვ.მ-მდე.

ბ) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ავტოფარეხებზე მიმაგრებული, როგორც სასოფლო ასევე არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები 20 კვ.-მდე.