აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასისა და სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №1 0
2012 წლის 29 თებერვალი
ქ. აბაშა
აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასისა და სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ქ“ ქვეპუნქტის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 19II მუხლის პირველი პუნქტის, 19I5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, ,,აბაშის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 თებერვლის №7 და ,,აბაშის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის №4 დადგენილებების საფუძველზე, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული (გარდა მიწისა) უძრავი ქონების (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული შენობა-ნაგებობები) და მოძრავი ნივთების საპრივატიზებო საწყისი ფასის ოდენობა განისაზღვროს მისი ნარჩენი საბალანსო ან დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნით დადგენილი ღირებულებებით.
2. აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გაცემისას, საწყისი წლიური ქირის ოდენობა დადგინდეს:
ა) 1 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე მისი საპრივატიზებო საწყისი ფასის 7 (შვიდი) პროცენტის ოდენობით (დანართი №1-ის შესაბამისად);
ბ) სხვა უძრავ ქონებაზე:
ბ.ა) ქ. აბაშაში და საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის (თბილისი-სენაკი-ლესელიძე) 50 მეტრ რადიუსში მდებარე ნივთებზე, მისი საპრივატიზებო საწყისი ფასის 7 (შვიდი) პროცენტის ოდენობით;
ბ.ბ) სოფლებში მდებარე ნივთებზე, მისი საპრივატიზებო საწყისი ფასის 5 (ხუთი) პროცენტის ოდენობით;
გ) მოძრავ ნივთებზე, მისი საპრივატიზებო საწყისი ფასის 10 (ათი) პროცენტის ოდენობით.
3. ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს აბაშის მუნიციპალიტეტის 2011 წლის 19 აპრილის №20 დადგენილება ,,აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასისა და სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენილების შესახებ“.
4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დ. თოფურია
დანართი №1
| № | არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ადგილმდებარეობა | 1 კვ.მ. მიწის საპრივატიზებო საწყისი ფასი ლარებში | საწყისი წლიური ქირის ოდენობა ლარებში |
| 1. | ქ. აბაშაში და საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის (თბილისი-სენაკი-ლესელიძე) 50 მეტრ რადიუსში მდებარე მიწა | 15.792 | 1.11 |
| 2. | სოფლებში, გარდა საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 50 მეტრ რადიუსში მდებარე მიწისა | 7.896 | 0.55 |
| 3. | დასახლებათა შორის არეალებში, გარდა საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრ რადიუსში მდებარე მიწისა | 3.948 | 0.28 |
| 4. | დასახლებათა შორის არეალებში გამავალი შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (აბაშა-გაღმა კოდორი-გულეიკარი-ჯაპანა) და (აბაშა-მარტვილი) საავტომობილო გზების 50 მეტრ რადიუსში მდებარე მიწისა | 7.896 | 0.55 |