ქალაქ ამბროლაურის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
02.03.2012 ძალადაკარგული 23.02.2018
ნომერი
№7
სარეგისტრაციო კოდი
370070000.35.117.016091
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/03/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №07

2012 წლის 2 მარტი

ქ. ამბროლაური

ქალაქ ამბროლაურის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე , ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1 .

1. დამტკიცდეს ქ. ამბროლაურის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დანართების №1, №2, №3, №4 , №5 , №6 , №7 , №8 , №9 , №10 , №11 , №12 , №13 -ის შესაბამისად:

ა) ქ. ამბროლაურის ზოგადი უფლებრივი ზონირების რუკა – მიწათსარგებლობის ინტენსივობის ზოგადი სარეკომენდაციო მონაცემები – დანართი №1;

ბ) ქ. ამბროლაურის ტერიტორიის კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკა – დანართი №2;

გ) ქ. ამბროლაურის ტერიტორიის განთავსება არსებულ ქალაქთმშენებლობით კომპლექსში, საკომუნიკაციო და სატრანსპორტო ხაზები – დანართი №3;

დ) ქ. ამბროლაურის წყალსადენის ძირითადი ქსელის რუკა – დანართი №4;

ე) ქ. ამბროლაურის საყოფაცხოვრებო წყალარინების ძირითადი ქსელის რუკა – დანართი №5;

ვ) ქ. ამბროლაურის სანიაღვრე წყალარინების ძირითადი ქსელის რუკა – დანართი №6;

ზ) ქ. ამბროლაურის ელექტრომომარაგების ძირითადი ქსელის რუკა – დანართი №7;

თ) ქ. ამბროლაურის ბუნებრივი აირით მომარაგების ძირითადი ქსელის რუკა – დანართი №8;

ი) ქ. ამბროლაურის ქუჩების და გზების ძირითადი ქსელის რუკა – დანართი №9;

კ) ქ. ამბროლაურის ტერიტორიის სიტუაციური ორთოფოტოსურათი – დანართი №10;

ლ) ქ. ამბროლაურის საპროექტო ტერიტორიის ორთოფოტოსურათი – დანართი №11;

მ) ქ. ამბროლაურის ტოპოგეოდეზიური რუკა – დანართი №12;

ნ) საყრდენი გეგმა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ობიექტები – დანართი №13.

2. ქალაქ ამბროლაურის ტერიტორიაზე დანართი №1-ის თანახმად განისაზღვროს შემდეგი ზოგადი ფუნქციური ზონები:

ა) საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა;

ბ) საცხოვრებელი ზონა;

გ) რეკრეაციული ზონა;

დ) სასოფლო-სამეურნეო ზონა;

ე) ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა;

ვ) სატრანსპორტო ზონა;

ზ) სამრეწველო ზონა;

თ) სპეციალური ზონა;

ი) სამხედრო დანიშნულების ზონა;

კ) ძეგლის ინდივიდუალური დაცვის ზონა.

3. კონკრეტული უფლებრივი ზონირების ფარგლებში, დანართი №2-ის შესაბამისად, ქალაქ ამბროლაურის ტერიტორიაზე დადგინდეს შემდეგი კონკრეტული ფუნქციური ზონები:

ა) ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა (ლსზ’);

ბ) რეკრეაციული ზონა’ (რზ’);

გ) საცხოვრებელი ზონა 2 (სზ2);

დ) საცხოვრებელი ზონა 3 (სზ3);

ე) საცხოვრებელი ზონა 5 (სზ5);

ვ) საკურორტო-რეკრეაციული ზონა 2 (სრზ2);

ზ) სამრეწველო ზონა 1 (ს1);

თ) სამრეწველო ზონა 2 (ს2);

ი) სანიტარიული დაცვის ზონა’ (სანზ’);

კ) საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 1 (სსზ1);

ლ) სპეციალური ზონა’ (სპეცზ’);

მ) სასოფლო-სამეურნეო ზონა’ (სოფზ’);

ნ) სატრანსპორტო ზონა 1 (ტზ1);

ო) სატრანსპორტო ზონა 2 (ტზ2);

პ) სამხედრო დანიშნულების ზონა (სდზ1);

ჟ) ძეგლის ინდივიდუალური დაცვის ზონა.

4. ქ. ამბროლაურის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტებისათვის სისტემური რევიზიის ვადა განისაზღვროს 5 წლით.

მუხლი 2.

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                           კ . ფარჯანაძე