ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №12
2012 წ ლის 6 მარტი
ქ. ბოლნისი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ა და ტყის მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 თებერვლის №50 დადგენილების შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1.
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს:
ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;
ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;
გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;
დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3-ჯერ.
მუხლი 2.
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტი.
მუხლი 3.
ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებია:
ა) 40 000 -დან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.2 პროცენტი;
ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8 პროცენტი.
მუხლი 4.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:
| № | მიწის კატეგორიები | გადასახადის განაკვეთები ლარი/ჰა |
| 1 | სახნავი (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) | 100 |
| 2 | საკარმიდამო | 100 |
| 3 | სათიბი (მათ შორის, ბუნებრივი და გაკულტურებული) | 20 |
| 4 | საძოვარ ი (მათ შორის ბუნებრივი და გაკულტურებული) | 16 |
| 5 | ტყის მიწაზე (სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებული) | 40 |
| 6 | ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწ ები | 3 |
მუხლი 5.
| № | ტერიტორია | საბაზისო განაკვეთი (ლარი) | ტერიტორიული კოეფიციენტი
| გადასახადის განაკვეთი (ლარი) |
| 1 | ქ. ბოლნისში | 0.24 | 0.38 | 0.0912 |
| 2 | დაბაში და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილი გზების 50 მეტრის რადიუში | 0.24 | 0.19 | 0.0456 |
| 3 | სოფლები და დასახლებათა შორის არეალში | 0.24 | 0.114 | 0.0274 |
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების ერთ კვადრატულ მეტრზე წლიური გადასახადის განაკვეთებია:
მუხლი 6.
1. ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდეს:
ა) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ფართი);
ბ) საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების გარდა ქონების გადასახადის გათავისუფლებისას გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლი.
მუხლი 7.
1 .ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30მარტის №23 დადგენილება.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ . საბიაშვილი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №12
2012 წლის 6 მარტი
ქ. ბოლნისი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის
მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 თებერვლის №50 დადგენილების შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1.
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს:
ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;
ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;
გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;
დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3-ჯერ.
მუხლი 2.
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტი.
მუხლი 3.
ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებია:
ა) 40 000 -დან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.2 პროცენტი;
ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8 პროცენტი.
მუხლი 4.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:
№
მიწის კატეგორიები
გადასახადის განაკვეთები ლარი/ჰა
1
სახნავი (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე)
100
2
საკარმიდამო
100
3
სათიბი (მათ შორის, ბუნებრივი და გაკულტურებული)
20
4
საძოვარი
(მათ შორის ბუნებრივი და გაკულტურებული)16
5
ტყის მიწაზე (სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებული)
40
6
ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები
3
მუხლი 5.
№
ტერიტორია
საბაზისო
განაკვეთი
(ლარი)
ტერიტორიული კოეფიციენტი
გადასახადის
განაკვეთი
(ლარი)
1
ქ. ბოლნისში
0.24
0.38
0.0912
2
დაბაში და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილი გზების 50 მეტრის რადიუში
0.24
0.19
0.0456
3
სოფლები და დასახლებათა შორის არეალში
0.24
0.114
0.0274
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების ერთ კვადრატულ მეტრზე წლიური გადასახადის განაკვეთებია:
მუხლი 6.
1. ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდეს:
ა) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ფართი);
ბ) საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების გარდა ქონების გადასახადის გათავისუფლებისას გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლი.
მუხლი 7.
1
.ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების
გადასახადის შემოღების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის
№23
დადგენილება.2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ . საბიაშვილი