სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკის“ აქციონერთა საყურადღებოდ!

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/03/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება

სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკის“ აქციონერთა საყურადღებოდ

ორი ათას თორმეტი წლის 9 თებერვალს „ბენქ ოფ ჯორჯია ჰოლდინგზ პლს”-ს (Bank of Georgia Holdings Plc) (2011 წლის 14 ოქტომბერს ინგლისსა და უელსში დაფუძნებული და რეგისტრირებული კომპანიის, რეგისტრაციის ნომრით 7811410) (შემდგომში – „აქციონერი“) მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები ქვემოთ მითითებულ საკითხებზე. ვინაიდან „აქციონერი“ ფლობს სს „საქართველოს ბანკის“ ჩვეულებრივი აქციების და, შესაბამისად, ხმების 75%-ზე მეტს, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54.11 მუხლისა და სს „საქართველოს ბანკის“ წესდების 7.1.2 ქვეპუნქტის თანახმად, წინამდებარე გადაწყვეტილება აქციონერთა საერთო კრების ოქმის ტოლფასია და ითვლება კრების გადაწყვეტილებად.

 

დღის წესრიგი:

1. სს „საქართველოს ბანკის“ იურიდიული მისამართის ცვლილება და წესდების ახალი რედაქციის დამტკიცება;

2. სს „საქართველოს ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრების ანაზღაურების შესახებ.

 

დღის წესრიგში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით „აქციონერის“ მიერ მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები:

1 საკითხი – სს „საქართველოს ბანკის“ იურიდიული მისამართის ცვლილება და წესდების ახალი რედაქციის დამტკიცება:

1. შეიცვალოს სს „საქართველოს ბანკის“ იურიდიული მისამართი და იურიდიულ მისამართად განისაზღვროს მისი ადმინისტრაციის ფაქტ ობრივი ადგილსამყოფელი: საქართველო, თბილისი 0160, გაგარინის ქ. №29ა;

2. სს „საქართველოს ბანკის“ წესდების 1.4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.4 „ბანკის“ იურიდიული მისამართია: საქართველო, თბილისი 0160, გაგარინის ქ. №29ა;“.

2 საკითხი – სს „საქართველოს ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრების ანაზღაურების შესახებ:

1. 2012 წლის 1 მარტიდან სამეთვალყურეო საბჭოს წევრების ანაზღაურება განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა. წლიური ანაზღაურება სამეთვალყურეო საბჭოს წევრობისათვის (გადასახადების დაქვითვამდე):

●სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე – 107,500 აშშ დოლარის ე კ ვივალენტი;

●სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე – 40,000 აშშ დოლარის ე კ ვივალენტი;

●სამეთვალყურეო საბჭოს წევრი – 30,000 აშშ დოლარის ე კ ვივალენტი;

●სამეთვალყურეო საბჭოს იმ წევრებს, რომლებიც არიან ბანკის ბენეფიციარი მესაკუთრეების წარმომადგენლები, არ გადაეხდებათ ანაზღაურება სამეთვალყურეო საბჭოს წევრობისათვის.

ბ. დამატებითი წლიური ანაზღაურება კომიტეტის წევრობისათვის (გადასახადების დაქვითვამდე):

●აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარე – 15,000 აშშ დოლარის ე კ ვივალენტი;

●აუდიტის კომიტეტის წევრი – 11,000 აშშ დოლარის ე კ ვივალენტი;

●სხვა კომიტეტის თავმჯდომარე - 11,000 აშშ დოლარის ე კ ვივალენტი;

●სხვა კომიტეტის წევრი – 7,500 აშშ დოლარის ე კ ვივალენტი;

●სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს ან/და სამეთვალყურეო საბჭოს იმ წევრებს, რომლებიც არიან ბანკის ბენეფიციარი მესაკუთრეების წარმომადგენლები, არ გადაეხდება თ დამატებითი ანაზღაურება კომიტეტის წევრობისათვის.

2. ანაზღაურების გადახდა მოხდება ყოველი კალენდარული კვარტ ა ლის დასრულების შემდეგ 20 დღის განმავლობაში.

3. სამეთვალყურეო საბჭოს წევრების მიმართ 2012 წლის 1მარტამდე არსებული დავალიანების გადახდა განხორციელდება ფულადი ფორმით, აუნაზღაურებელი პერიოდის პროპორციულად.