მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების (თემების) და მისი ტერიტორიული ორგანოების შექმნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
09.03.2012 ძალადაკარგული 03.04.2012
გამომცემი ორგანო
ნომერი
№15
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.159.016082
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/03/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება № 15   

2012 წლის 9 მარტი

ქ. მარნეული

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების (თემების) და მისი ტერიტორიული ორგანოების შექმნის შესახებ

მუხლი 1

I. ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარნეულის მუნიციპალიტეტში შეიქმნას შემდეგი ადმინისტრაციული ერთეულები (თემები) და თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი ტერიტორიული ორგა ნ ოები:

1. სადახლოს ადმინისტრაციული ერთეული (თემი), რომელიც აერთიანებს სოფლებს: სადახლო, მოლაოღლი, თაზაკენდი, ბურმა და მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის სადახლოს ტერიტორიული ორგანო.

2. ალგეთის ადმინისტრაციული ერთეული (თემი), რომელიც აერთიანებს სოფლებს: ალგეთი, საბირკენდი, თაზაკენდი, აზიზკენდი, გაჯისაკენდი და მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგან ო .

3. კაპანახჩის ადმინისტრაციული ერთეული (თემი), რომელიც აერთიანებს სოფლებს: ამბაროვკა, ქეშალო, ილმაზლო, I ქესალო, II ქესალო, კაპანახჩი, ალგეთის მევენახეობა და მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის კაპანახჩის ტერიტორიული ორგანო.

4. დამია- გეურარხის ადმინისტრაციული ერთეული (თემი), რომელიც აერთიანებს სოფლებს: დამია- გეურარხი, ახლოლალო, კიროვკა, დამია და მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის დამია – გეურარხის ტერიტორიული ორგანო.

5. ქუთლიარის ადმინისტრაციული ერთეული (თემი), რომელიც აერთიანებს სოფლებს: ბაიდარი, ქუთლიარი, დიდი მუღანლო, ლეჟბადინი, ხუტორ- ლეჟბადინი და მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველის ერთეულის ქუთლიარის ტერიტორიული ორგანო.

6. წერეთლის ადმინისტრაციული ერთეული (თემი), რომელიც აერთიანებს სოფლებს: წერეთელი, საიმერლო, დიდი ბეგლიარი, პატარა ბეგლიარი, ნორგიული და მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო.

7. შულავერის ადმინისტრაციული ერთეული (თემი), რომელიც აერთიანებს სოფლებს: არაფლო, ახლომახმუდლო, ენიკენდი, სეიდგოჯალო, ზემო სარალი, ქვემო სარალი, იმირი, შულავერი, იმირჭალა და მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო.

8. შაუმიანის ადმინისტრაციული ერთეული (თემი), რომელიც აერთიანებს სოფლებს: შაუმიანი, ახკულა, ხიხანი, ყუდრო და მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის შაუმიანის ტერიტორიული ორგანო.

9. თამარისის ადმინისტრაციული ერთეულის (თემი), რომელიც აერთიანებს სოფლებს: თამარისი, ალავარი, დიოკნისი და მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის თამარისის ტერიტორიული ორგანო.

10. კასუმლოს ადმინისტრაციული ერთეული (თემი), რომლებიც აერთიანებს სოფლებს: კასუმლო, აღმამედლო, ულაშლო, კუშჩუ, ბეითარაბჩი, ბაითალო და მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერ თ ეულის კასუმლოს ტერიტორიული ორგანო.

11. ყულარის ადმინისტრაციული ერთეული (თემი), რომელიც აერთიანებს სოფლებს: კირიხლო, ზემო ყულარი, ქვემო ყულარი, წითელსოფელი, მარადისი, ბუდიონოვკა, დაშტაფა და მარნეულის მუნიციპალიტეტის თვი თ მმართველი ერ თ ეულის ყულარის ტერიტორიული ორგანო.

12. ყიზილ- აჯლოს ადმინისტრაციული ერთეულის (თემი), რომელიც აერთიანებს სოფელ ყიზილ- აჯლოს და მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ყიზილ- აჯლოს ტერიტორიული ორგანო.

13. კაჩაგანის ადმინისტრაციული ერ თ ეულის (თემი), რომელიც აერთიანებს სოფლებს: კაჩაგანი, თაქალო, ხანჯიგაზლო, კირაჩ მუღანლო და მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის კაჩაგანის ტერიტორიული ორგანო.

14. ხოჯორნის ადმინისტრაციული ერთეული (თემი), რომელიც აერთიანებს სოფლებს: ხოჯორნი, ცოფი, გიულბახი, ბრდაზორი და მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ხოჯორნის ტერიტოიული ორგანო.

15. ახკერპის ადმინისტრაციული ერ თ ეული (თემი), რომელიც აერთიანებს სოფლებს: ახკერპი, ულიანოვკა, ჩანახჩი და მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერ თ ეულის ახკერპის ტერიტორიული ორგანო.

16. ოფრეთის ადმინისტრაციული ერთეული (თემი), რომელიც აერთიანებს სოფელ ოფრეთს, ხოხმელს და მარნეულის მუნიციპალიტეტის თვი თ მმართველი ერთეულის ოფრეთის ტერიტორიული ორგანო.

17. წერაქვის ადმინისტრაციული ერთეული (თემი), რომელიც აერთიანებს სოფლებს: წერაქვი, სიონი, ჯანხოში და მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის წერაქვის ტერიტორიული ორგანო.

18. ქალაქ მარნეულის ტერიტორიული ორგანო.

მუხლი 2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 9 მარტის № 3/2 დადგენილება ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების (თემების) და მისი ტერიტორიული ორგანოების შექმნის შესახებ“ (სარეგისტრაციო კოდი № 10025002035159006137, 23.03.2010 წელი).

მუხლი 3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                ი . ქერიმოვი