რეადმისიის შესახებ შეთანხმების შესრულების წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 12.03.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №185
სარეგისტრაციო კოდი 480610000.22.034.016093
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/03/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.03.2012 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
რეადმისიის შესახებ შეთანხმების შესრულების წესის დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; punctuation-wrap:simple; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; punctuation-wrap:simple; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; punctuation-wrap:simple; text-autospace:none; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:31.5pt 28.3pt .5in 40.5pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ერთობლივი
ბრძანება №185-№35-№63-№22
2012 წლის 12 მარტი
ქ. თბილისი
რეადმისიის შესახებ შეთანხმების შესრულების წესის დამტკიცების თაობაზე
„უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მიერ გაფორმებული შეთანხმებების შესრულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 26 აპრილის №225 ბრძანებულების მე-3 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმებისა და საქართველოს მიერ საზღვარგარეთის სხვა ქვეყნებთან გაფორმებული უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების შესრულების მიზნით, ვბრძანებთ:
1. დამტკიცდეს თანდართული რეადმისიის შესახებ შეთანხმების შესრულების წესი.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი
ზ. ადეიშვილი
გ. ვაშაძე
კ. სუბელიანი
რეადმისიის შესახებ შეთანხმების შესრულების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
„საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმებისა და საქართველოს მიერ საზღვარგარეთის სხვა ქვეყნებთან გაფორმებული რეადმისიის შესახებ შეთანხმების (შემდგომში – რეადმისიის შეთანხმება) შესრულების მიზნით, ეს წესი არეგულირებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და საზღვარგარეთის სხვა შესაბამისი სახელმწიფოების ტერიტორიაზე უნებართვოდ შესული, მყოფი ან მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების, მესამე ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების, რომელთა კატეგორიაც განისაზღვრება რეადმისიის შეთანხმებით, საქართველოში უსაფრთხოდ დაბრუნების ორგანიზაციულ და პროცედურულ საკითხებს.
მუხლი 2🔗. საქართველოში რეადმისიის განხორციელების საფუძველი
1. საქართველოში რეადმისიის განხორციელების წინაპირობას წარმოადგენს ევროკავშირისა და საზღვარგარეთის სხვა შესაბამისი ქვეყნების კომპეტენტური უწყებების მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში (შემდგომში – საპატრულო პოლიცია) რეადმისიის განაცხადის წარდგენა.
2. რეადმისიის განაცხადი ევროკავშირისა და საზღვარგარეთის სხვა შესაბამისი ქვეყნების კომპეტენტური უწყებების მიერ საპატრულო პოლიციას შეიძლება წარედგინოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მეშვეობით.
მუხლი 3🔗. რეადმისიის განაცხადის განხილვაში მონაწილე ორგანოები
1. საპატრულო პოლიცია პასუხისმგებელია რეადმისიისა ან/და ტრანზიტის განაცხადის მიღებაზე, განხილვაზე და გადაწყვეტილების მიღებაზე, ასევე საქართველოდან რეადმისიას დაქვემდებარებული პირის თაობაზე რეადმისიის ან/და ტრანზიტის განაცხადის შევსებასა და შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოსთვის წარდგენაზე.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო რეესტრის სააგენტო (შემდგომში – სამოქალაქო რეესტრის სააგენტო) და საპატრულო პოლიცია რეადმისიის შეთანხმების ეფექტურად შესრულების მიზნით უზრუნველყოფენ ერთმანეთთან უწყვეტ კავშირს, მათ მიერ განსაზღვრული საკონტაქტო პირების მეშვეობით.
მუხლი 4🔗. რეადმისიისა და ტრანზიტის განაცხადის განხილვის ვადები
1. საპატრულო პოლიცია რეადმისიის განაცხადის წარმდგენ სახელმწიფოს პასუხს აცნობებს წერილობით (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით):
ა) რეადმისიის შეთანხმებით განსაზღვრულ ვადებში (12 კალენდარული დღე);
ბ) 2 კალენდარული დღის ვადაში, თუ რეადმისიის განაცხადი წარდგენილ იქნა დაჩქარებული წესით.
2. რეადმისიის განაცხადზე საპატრულო პოლიციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა ეცნობოს საზღვარგარეთ საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან/და საკონსულო დაწესებულებას.
3. საპატრულო პოლიცია ტრანზიტის განაცხადის წარმდგენ სახელმწიფოს პასუხს აცნობებს წერილობით (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით) 5 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 5🔗. საქართველოში რეადმისიის განხორციელების პროცესში საპატრულო პოლიციის
უფლებამოსილება
1. რეადმისიის განაცხადზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საპატრულო პოლიცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა დანაყოფებთან თანამშრომლობით უზრუნველყოფს:
ა) საინფორმაციო ბაზებში დასაბრუნებელი პირის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას და მტკიცებულებათა უტყუარობის შემოწმებას, საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციის შესაბამის დაწესებულებებში ან მოქალაქეთა საცხოვრებელ ადგილებზე გადამოწმებას;
ბ) ფოტოსურათის და თითის ანაბეჭდების შემოწმებას;
გ) საზღვრის კვეთის და გაცემული ვიზების შესახებ მონაცემების შემოწმებას;
დ) სხვა უწყებების მიერ გაცემული დოკუმენტების უტყუარობის შემოწმებას;
ე) რეადმისიის შეთანხმების მე-13 მუხლით განსაზღვრული ტრანზიტის განხორციელებაზე უარის თქმის მიზეზების გამოკვლევას და დადგენას;
ვ) საქართველოში რეადმისიის განხორციელებაზე უარის თქმის შემთხვევაში დასაბუთებული პასუხის გაცემას;
ზ) ტრანზიტის დროს საჭირო დახმარების გაწევას და ტრანზიტის კოორდინაციას;
თ) საქართველოში რეადმისიით დაბრუნებული პირების მოქალაქეობის/ბინადრობის ნებართვის გამცემი/შემოსვლის ქვეყნის დადგენას;
ი) საქართველოში რეადმისიით დაბრუნებული პირების ვინაობის შესახებ (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) შესაბამისი ბაზების შექმნას და წარმოებას;
კ) საჭიროების შემთხვევაში უწყებებს შორის ინფორმაციის ურთიერთგაცვლისთვის საჭირო პროგრამების შექმნას;
ლ) საჭიროების შემთხვევაში სხვა ღონისძიებების განხორციელებას, რაც აუცილებელია რეადმისიის შეთანხმების შესრულებისთვის.
2. რეადმისიის განაცხადის მიღების შემდეგ საპატრულო პოლიცია საქართველოში რეადმისიას დაქვემდებარებული პირის იდენტიფიცირების მიზნით, საჭიროების შემთხვევაში შესაბამის შეკითხვებს და თანდართულ მასალებს აგზავნის სამოქალაქო რეესტრის საგენტოში ან/და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომლებიც თავის მხრივ ვალდებულნი არიან საპატრულო პოლიციას პასუხი აცნობონ დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 48 საათისა.
3. რეადმისიის განაცხადის დაჩქარებული წესით წარმოდგენის შემთხვევაში, სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ან/და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პასუხის საპატრულო პოლიციისათვის დაუყოვნებლივ მიწოდებას, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა.
4. სატრანზიტო ოპერაციებთან დაკავშირებული განაცხადის მიღების შემდეგ საპატრულო პოლიცია ტრანზიტის განაცხადის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საჭიროების შემთხვევაში შესაბამის შეკითხვებს და თანდართულ მასალებს აგზავნის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომელიც თავის მხრივ ვალდებულია საპატრულო პოლიციას პასუხი აცნობოს დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 48 საათისა.
5. საპატრულო პოლიცია შეცდომით განხორციელებული რეადმისიის შემთხვევაში უზრუნველყოფს რეადმისიით დაბრუნებული პირის რეადმისიის განაცხადის წარმდგენ სახელმწიფოში დაბრუნებას.
მუხლი 6🔗. საქართველოში რეადმისიის განხორციელების პროცესში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილება
1. საპატრულო პოლიციიდან რეადმისიის განაცხადთან დაკავშირებით შეკითხვისა და თანდართული მასალების მიღების შემთხვევაში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიღებული მოთხოვნის შესაბამისად უზრუნველყოფს:
ა) შესაძლებლობის ფარგლებში, პირის მოქალაქეობის prima facie მტკიცებულებების ნამდვილობისა ან/და მათი გამცემი ორგანოს უფლებამოსილების დადგენას;
ბ) საკონსულო დეპარტამენტის, ასევე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ან საკონსულო დაწესებულებების მიერ გაცემული ან დარეგისტრირებული დოკუმენტების (მათ შორის, პასპორტების, სამოქალაქო აქტების და სხვ.) შინაარსის ნამდვილობის ან/და მათი გამცემი ორგანოს უფლებამოსილების შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული დოკუმენტების მიწოდებას საპატრულო პოლიციისთვის;
გ) იმის გამორკვევას, თუ რამდენად შესაძლებელია აღნიშნული პირის საქართველოში დაბრუნება, მათ შორის არსებობს თუ არა რეადმისიის შესახებ შეთანხმების მე-13 მუხლით განსაზღვრული ტრანზიტის განხორციელებაზე უარის თქმის საფუძვლები;
დ) შესაძლებლობის ფარგლებში, რეადმისიას დაქვემდებარებული პირის მოქალაქეობის ან ამ პირისათვის ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მიერ ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე ინფორმაციის მოძიებას;
ე) რეადმისიის მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს თხოვნით, რომელიც თან ერთვის რეადმისიის განაცხადს, თხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 3 დღის ვადაში ამ წესის მე–9 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ფორმითა და წესით უზრუნველყოფენ საქართველოში რეადმისიას დაქვემდებარებულ პირებთან გასაუბრებას. გასაუბრების შედეგების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საპატრულო პოლიციას;
ვ) რეადმისიით პირის საქართველოში დაბრუნების შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღებიდან ევროკავშირის ან საზღვარგარეთის სხვა ქვეყნების შესაბამისი უწყების მომართვის შემდგომ 3 სამუშაო დღის ვადაში საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის (სამგზავრო დოკუმენტის) გაცემას, რომელსაც ექნება 90-დღიანი მოქმედების ვადა;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სხვა ღონისძიებების განხორციელებას, რაც აუცილებელია რეადმისიის შეთანხმების შესრულებისთვის.
მუხლი 7🔗. საქართველოში რეადმისიის განხორციელების პროცესში სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს უფლებამოსილება
1. საპატრულო პოლიციიდან რეადმისიის განაცხადთან დაკავშირებით შეკითხვისა და თანდართული მასალების მიღების შემთხვევაში, სამოქალაქო რეესტრის სააგენტო მიღებული მოთხოვნის შესაბამისად უზრუნველყოფს:
ა) რეადმისიის განაცხადში მითითებულ მონაცემთა მიხედვით რეადმისიას დაქვემდებარებული პირის იდენტიფიცირებას საკუთარ მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში;
ბ) რეადმისიას დაქვემდებარებული პირის მოქალაქეობის თაობაზე ინფორმაციის საკუთარ მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მოძიებას;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სხვა ღონისძიებების განხორციელებას, რაც აუცილებელია რეადმისიის შეთანხმების შესრულებისთვის.
2. საპატრულო პოლიციის მხრიდან შესაბამისი წერილობითი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში, სამოქალაქო რეესტრის სააგენტო აგრეთვე უზრუნველყოფს:
ა) საკუთარ მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის საფუძველზე რეადმისიას დაქვემდებარებულ პირზე საქართველოს უფლებამოსილი ორგანოების მიერ რეგისტრირებული სამოქალაქო აქტების, აგრეთვე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული პირადობის/ბინადრობის მოწმობის, პასპორტის, საქართველოს ვიზის და სხვა დოკუმენტების ნამდვილობის შემოწმებას;
ბ) საკუთარ მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის საფუძველზე რეადმისიას დაქვემდებარებულ პირზე არსებული დოკუმენტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.
მუხლი 8🔗. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამოსილება
რეადმისიის შეთანხმების შესრულების, აგრეთვე ადამიანთა უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო უზრუნველყოფს დაბრუნებული მოქალაქეების სოციალურ პროგრამებში მონაწილეობისა და დასაქმების ხელშეწყობას მათი საზოგადოებაში ღირსეული რეინტეგრაციის მიზნით.
მუხლი 9🔗. რეადმისიის შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, შეიმუშავებს რეკომენდაციებს რეადმისიას დაქვემდებარებულ პირთან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში გასაუბრების ჩატარების ზოგად ფორმასა და მეთოდებზე.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს „პარტნიორობა მობილურობისათვის“ ინიციატივის ფარგლებში „ევროკავშირსა და საქართველოს შორის რეადმისიის შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით საქართველოს ხელისუფლების ორგანოების მხარდაჭერის“ პროექტით განსაზღვრული რეადმისიის პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის შემუშავებისა და დანერგვის ორგანიზაციულ საკითხებს.
3. საქართველოს საგარეო საქმეთა, საქართველოს იუსტიციის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროები უზრუნველყოფენ:
ა) რეადმისიის პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის დანერგვას მათ სისტემაში და ასევე გაატარებენ შესაბამის ღონისძიებებს რეადმისიის პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის იმპლემენტაციის მიზნით;
ბ) თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ რეადმისიის შეთანხმებისა და ამ ბრძანების შესრულებისათვის აუცილებელი ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების განხორციელებას.