შპს"სამოქალაქო საქმეთა მუდმივმოქმედი არბიტრაჟი"ს დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/03/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება

შპს „სამოქალაქო საქმეთა მუდმივმოქმედი არბიტრაჟის“ დებულებაში (დამტკიცებულია პარტნიორთა 28.12.2009 წლის კრების ოქმით და გამოქვეყნებულია 30.20.2010 წლის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ №264-265, დებულების 16.03.2011 წლის მდომარეობით რედაქცია გამოქვეყნებულია სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ მეშვეობით) შეტანილ იქნ ე ს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დებულების 12.24 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„12.24. თუ საარბიტრაჟო შეთანხმებიდან ან შესაბამისი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავის განხილვა შესაძლებელია როგორც შპს „სამოქალაქო საქმეთა მუდმივმოქმედი არბიტრაჟის” მიერ, ასევე საერთო სასამართლოების წესით, რომელიმე მხარის მიერ საარბიტრაჟო სარჩელით მომართვის შემთხვევაში არბიტრაჟი შესთავაზებს მხარეს დავის შპს „სამოქალაქო საქმეთა მუდმივმოქმედი არბიტრაჟის“ მიერ განხილვას. თუ მოპასუხე მხარე განაცხადებს თანხმობას, მაშინ არბიტრაჟი განიხილავს საქმეს, ხოლო თუ მოპასუხე უარს განაცხადებს, ან საერთოდ არ გამოეხმაურება არბიტრაჟის მიმართვას, მაშინ არბიტრაჟი საარბიტრაჟო სარჩელს თავისი დადგენილებით დატოვებს განუხილველს, ხოლო საარბიტრაჟო მოსარჩელეს უკან დაუბრუნდება მის მიერ შემოტანილი დოკუმენტები და გადახდილი საარბიტრაჟო შენატანის 80%, ამასთან, ასეთ შემთხვევაში საარბიტრაჟო შენატანი არ შეიძლება იყოს 150 (ას ორმოცდაათი) ლარზე ნაკლები.”.

2. ცვლილებები ძალაში შედის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებისთანავე.