სს “ჯორჯიან ქარდი”-ს მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№014
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/03/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

შეტყობინება

სააქციო საზოგადოება „ჯორჯიან ქარდის“ მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ

სს „ჯორჯიან ქარდის“ სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი იწვევენ სააქციო საზოგადოების აქციონერებს მორიგ საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2012 წლის 06 აპრილს 16:00 საათზე ქ. თბილისში, ნუცუბიძის ქ. №221-ში მდებარე სააქციო საზოგადოების ოფისში.

სამეთვალყურეო საბჭომ საერთო კრების სააღრიცხვო დღედ დაადგინა 2012 წლის 16 მარტი.

 

დღის წესრიგი:

1. სს მენეჯმენტის ანგარიში 2011 წლის შედეგების შესახებ.

2. დამოუკიდებელი აუდიტორის არჩევა 2012 წლისათვის.

3. სხვადასხვა.

დღის წესრიგის საკითხების გამო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს-ის დირექტორთან. დღის წესრიგის თითოეულ საკითხთან დაკავშირებით აქციონერებს შეუძლიათ განმარტებების მოთხოვნა დირექტორისგან როგორც ზეპირად, ასევე წერილობით. თუ ამგვარი წერილობითი მოთხოვნა წარდგენილ იქნა დირექტორთან 2012 წლის 28 მარტამდე, მასზე იქნება გაცემული პასუხი ან საკითხი შევა დღის წესრიგის დამატებით პუნქტად.

საზოგადოების დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭო რეკომენდაციას იძლევა, რომ

1. 2011 წლის განმავლობაში საზოგადოების მიერ განხორციელებული საქმიანობის შედეგებიდან გამომდინარე, სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი რეკომენდაციას უწევს აქციონერთა საერთო კრებას დამაკმაყოფილებლად ცნოს საზოგადოების მიერ 2011 წელს გაწეული მუშაობა.

2. მეწარმეთა შესახებ კანონის თანახმად და საზოგადოების უფრო ეფექტური და პროდუქტიული მუშაობისათვის მიზანშეწონილია დამოუკიდებელი აუდიტორის არჩევა. სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი რეკომენდაციას უწევს კრებას აირჩიოს სს „ჯორჯიან ქარდის“ აუდიტორად კომპანია „Ernst end Young”-ი.

აქციონერთა საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება შეიძლება გადამოწმდეს 2012 წლის 28 მარტიდან სს „ჯორჯიან ქარდის“ აქციათა რეგისტრატორთან – სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი” შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. №74ა.

გენერალური დირექტორი: ნ. ქებურია