1. პროგრამის მოსარგებლედ განისაზღვრება:
ა) მე‑
3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეები –
ქ. თბილისის, ქ. ქუთაისის, თელავის,ზუგდიდის, ოზურგეთისა და გორის
მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქე ინკურაბელური პაციენტები;
ბ) მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლენი:
ბ.ა)
საქართველოს მოქალაქეები, გარდა „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებით განსაზღვრული მოსარგებლეებისა და ტუბერკულოზით დაავადებული ინკურაბელური პაციენტებისა;
ბ.ბ)
საქართველოს მოქალაქე შიდსით დაავადებული ინკურაბელური პაციენტები;
გ)
მე‑
3 მუხლის „გ
“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეები არიან
საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირები.
2. მოსარგებლე ამ პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახით