პროგრამით განსაზღვრული კომპონენტების დაფინანსება და ანაზღაურების წესი განისაზღვრება შემდეგი პირობების შესაბამისად:
ა) მე‑3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურების ერთეულია ვიზიტი, ერთი ვიზიტის ანაზღაურება შეადგენს 11 ლარს;
ბ) მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურების ერთეულია საწოლდღე:
ბ.ა) 18 წლის და ზევით პაციენტების მომსახურების საწოლდღის მაქსიმალური ღირებულებაა 75 ლარი და პროგრამით იფარება მომსახურების ფაქტობრივი ხარჯის 70%, ხოლო მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 30%-ს. ამასთან, თანაგადახდა არ ეხებათ შიდსით დაავადებულ პირებს;
ბ.ბ) 18 წლამდე პაციენტების მომსახურების საწოლდღის მაქსიმალური ღირებულებაა 60 ლარი და პროგრამით იფარება მომსახურების ფაქტობრივი ხარჯის 80%, ხოლო მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 20%‑ს;
გ) მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ფარგლებში პროგრამის მოსარგებლეთათვის აღნიშნული მედიკამენტებით უზრუნველყოფა ხდება უსასყიდლოდ (თანაგადახდის გარეშე) პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებშ