პროგრამა ითვალისწინებს შემდეგ მომსახურებებს:
ა) ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, კოლორექტული და პროსტატის კიბოს სკრინინგი – კიბოს ადრეული გამოვლენის მიზნით ჩატარდება სკრინინგული გამოკვლევები ქვეყნის მასშტაბით, გარდა თბილისისა. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ძუძუს კიბოს სკრინინგი 40
-70 წლის ასაკის ქალებში, საშვილოსნოს ყელის სკრინინგი – 25
-60 წლის ასაკის ქალებში, პროსტატის კიბოს სკრინინგი – 50
-70 წლის ასაკის მამაკაცებში და ფარული სისხლდენის სკრინინგი – 50
-70 წლის ორივე სქესისათვის. გამოკვლევები ჩატარდება სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებებში;
ბ) ბავშვთა ასაკის განვითარების შეფერხება, დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი
, რომელიც მოიცავს:
ბ.ა) 0-იდან 6 წლამდე ასაკის ბავშვთა განვითარების შეფერხების სკრინინგი – მაღალი რისკის და დღენაკლულ ბავშვთა გლობალური განვითარების შეფასება სპეციალური კითხვარების და სკრინინგტესტების გამოყენებით, განვითარების და ქცევის პრობლემების მქონე პაციენტთა ადრეული იდენტიფიკაცია და სკოლისათვის მზადყოფნის შეფასება. ასევე ითვალისწინებს ჯანდაცვის პირველადი რგოლიდან გამოგზავნილ და თვითდინებით მისულ 0‑6 წლამდე ასაკის ბავშვთა განვითარების შეფასებას, ჩაღრმავებულ კვლევას და მშობლის კონსულტაციას ბავშვის განვითარების ხელშეწყობის, მოვლის, კვების საკითხების შესახებ, ხოლო სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის – სკოლისათვის მზადყოფნის შეფასებას, დღენაკლული ბავშვებისათვის – ორჯერად სკრინინგს განვითარების შეფერხების შესახებ;
ბ.ბ)
ბავშვთა ასაკის მსუბუქი და საშუალო ხარისხის მენტალური განვითარების დარღვევების პრევენცია, ადრეული დიაგნოსტიკა და გონებრივი ჩამორჩენილობის პროფილაქტიკა მოიცავს ბავშვის მსხვილი და ნატიფი მოტორიკის, ექსპრესიული და რეცეპტული მეტყველების, კომუნიკაციის, შემეცნებითი უნარების, თვითმომსახურების სფეროების შეფასებას, ბავშვის ფსიქიკური განვითარების ასაკობრივ ნორმასთან შესაბამისობის დადგენას,დიაგნოსტირებულ ბავშვებში ინტერვენციისა და განვითარების ინდივიდუალური გეგმების შემუშავებას;
გ) ეპილეფსიის დიაგნოსტიკა და ზედამხედველობა, რაც მოიცავს ეპილეფსიის რეესტრის წარმოებას, ეპილეფსიის პირველად დიაგნოსტიკასა და დიაგნოზის დადასტურების მიზნით პაციენტის ჩაღრმავებულ კვლევებს;
დ) საქართველოში ონკოდაავადებების აღრიცხვიანობის გაუმჯობესების მიზნით კიბოს რეგისტრის დანერგვა;
ე) საგანმანათლებლო კამპანია მოსახლეობის განათლებისა და ჯანმრთელობის საკითხებში ინფორმირებულობისათვის;
ვ) პროგრამის ადმინისტრირება და მონიტორინგ