1. მე-3 მუხლის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურება განხორციელდება გაწეული მომსახურების მიხედვით, განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში.

2. კიბოს რეგისტრის დანერგვის კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არა უმეტეს განსაზღვრული ბიუჯეტისა.

3. მოსახლეობის საგანმანათლებლო კამპანიით განსაზღვრული მომსახურების დაფინანსება მოხდება გაწეული მომსახურების მიხედვით, მაგრამ არა უმეტეს განსაზღვრული ბიუჯეტისა.

4. პროგრამის ადმინისტრირებისა და მონიტორინგის კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდება ამ პროგრამის განხორციელებისათვის საჭირო ადმინისტრაციული ხარჯებ