პროგრამა ითვალისწინებს:
ა) იმუნიზაციის წარმოებისთვის საჭირო ვაქცინების და ასაცრელი მასალების (შპრიცებისა და უსაფრთხო ყუთების) შესყიდვას;
ბ) პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული იმუნოპროფილაქტიკის წარმოებას – აცრა-ვიზიტები;
გ) სპეციფიკური შრატებისა და ვაქცინების სტრატეგიული მარაგის შესყიდვას, შენახვასა და გაცემას;
დ) ანტირაბიული სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფას;
ე) ვაქცინების, შრატების და ასაცრელი მასალების (შპრიცებისა და უსაფრთხო ყუთების) შენახვას და გაცემა-განაწილებას „ცივი ჯაჭვის“ პრინციპების დაცვით ცენტრალური დონიდან ადმინისტრაციულ ერთეულებამდ