1. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვაქცინებისა და ასაცრელი მასალების (შპრიცებისა და უსაფრთხო ყუთების) შესყიდვა ხორციელდება „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 39‑ე მუხლის მე‑13 პუნქტის შესაბამისად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა ფონდის (UNICEF) დახმარებით, ხოლო იმ ვაქცინების და შპრიცების შესყიდვა, რომელთა შესყიდვაც ვერ ხორციელდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა ფონდის (UNICEF) დახმარებით – „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება ხორციელდება არამატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის მეშვეობით.

3. მე-3 მუხლის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება ბენეფიციართათვის ხორციელდება არამატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის მეშვეობით.

4. მე-3 მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვაქცინების, შრატებისა და ასაცრელი მასალის (შპრიცებისა და უსაფრთხო ყუთების) შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისა