1. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება სახელმწიფოს მიერ ანაზღაურდება სრულად, გარდა მე‑3 მუხლის „ბ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებისა.
2. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“, „ა.ბ“ და „ა.დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების დაფინანსება განხორციელდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით, №5 დანართის შესაბამისად.
3. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არა უმეტეს განსაზღვრული ბიუჯეტისა.
4. მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
ა) მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება სახელმწიფოს მიერ ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, არა უმეტეს ერთი შემთხვევის ღირებულებისა, რომელიც განსაზღვრულია 840 ლარით;
ბ) მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება სახელმწიფოს მიერ ანაზღაურდება თვის ვაუჩერით, რომლის ღირებულებაც განსაზღვრულია 450 ლარით;
გ) მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება სახელმწიფოს მიერ ანაზღაურდება თვის ვაუჩერით, რომლის ღირებულებაც განსაზღვრულია 650 ლარით.
5. მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება არამატერიალიზებული ვაუჩერის საფუძველზე, მოსახლეობის ურგენტული მომსახურების პროგრამით განსაზღვრული ნოზოლოგიური კოდებისა და დადგენილი ანაზღაურების (ლიმიტების) ფარგლებში (კრიტიკული მდგომარეობის 6 დღეზე მეტი ხანგრძლივობით მართვის მიუხედავად), ფაქტობრივი ხარჯისა და შესრულებული სამუშაოს მიხედვით.
6. მე‑3 მუხლის „ბ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება სახელმწიფოს მიერ ანაზღაურდება 70%-ით, №3 დანართით გათვალისწინებული შემთხვევების დადგენილი ღირებულების შესაბამისად, გარდა ალკოჰოლური ინტოქსიკაციისა (F10.0), რომელიც ანაზღაურდება სრულა