1. მე‑3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა მოხდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
2. მე‑3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრი, ხოლო მომსახურების განხორციელებისთვის საჭირო ტესტსისტემებისა და სახარჯი მასალის შესყიდვა განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს პროგრამით განსაზღვრული შესაბამისი ასიგნებებისა.
3. მე‑3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა მოხდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისა