1. მე‑3 მუხლის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მუნიციპალური სჯდ ცენტრებისგან.

2. მე‑3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

3. მე‑3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მუნიციპალური სჯდ ცენტრებისგან, ხოლო მალარიის მკურნალობისთვის მედიკამენტების სტრატეგიული მარაგის შესყიდვა განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

4. მე‑3 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველყოფისთვის საჭირო ტესტსისტემების, სახარჯი მასალისა და სხვა საქონლის შესყიდვა განხორცილედება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

5. მე‑3 მუხლის „ვ“, „ზ“, „თ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ლაბორატორიული მომსახურების მიმწოდებელია სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, გარდა ამ მუხლის მე‑6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6. მე‑3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის „ვ.ა“ ქვეპუნქტითა და „ზ“ ქვეპუნქტის „ზ.ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ლაბორატორიული მომსახურებისა და მე‑3 მუხლის „თ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველყოფისთვის საჭირო მასალის აღება/შეგროვების მიმწოდებლის შერჩევა განხორციელდება პროგრამაში ნებაყოფლობით ჩართვის პრიციპით. მომსახურების შესყიდვა განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. ამასთან, ამ მუხლის მე‑4 პუნქტის ფარგლებში შესყიდულ ტესტსისტემებსა და სახარჯ მასალებს მიმწოდებელს გადასცემს განმახორციელებელ