პროგრამის ფარგლებში იფარება:
ა) ეპიდზედამხედველობის განხორციელება და სამედიცინო სტატისტიკური სისტემის მუშაობის უზრუნველყოფა:
ა.ა) მუნიციპალურ დონეზე არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის (შემდგომში – სჯდ) ცენტრების მიერ სამოქმედო ტერიტორიაზე ეპიდზედამხედველობის განხორციელება და სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგი გადამდებ დაავადებებზე მონაცემთა ხარისხის უზრუნველსაყოფად;
ა.ბ) მუნიციპალური სჯდ ცენტრების მიერ სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება და წარდგენა რეგიონში;
ა.გ) რეგიონულ დონეზე სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება და წარდგენა სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში;
ა.დ) მუნიციპალურ ერთეულებში სჯდ სამსახურების მუშაობის მონიტორინგი;
ბ) იმუნიზაციით მოცვის გაუმჯობესება საინფორმაციო სისტემისა და ლოჯისტიკის გამართული მუშაობის გზით:
ბ.ა) მუნიციპალურ დონეზე არსებული სჯდ ცენტრების მიერ სამოქმედო ტერიტორიაზე იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვა, იმუნოპროფილაქტიკისათვის საჭირო მასალისა და აღჭურვილობის აუცილებელი მარაგის ლოჯისტიკის უზრუნველყოფა „ცივი ჯაჭვის“ პრინციპების დაცვით და იმუნოპროფილაქტიკის შესახებ ანგარიშგების წარმოება;
ბ.ბ) მუნიციპალურ ერთეულებში სჯდ სამსახურების მიერ სამოქმედო არეალზე იმუნიზაციის ლოჯისტიკისა და ექსპედიციის განხორციელების მონიტორინგი (დამხმარე ზედამხედველობა);
გ) მუნიციპალურ დონეზე არსებული სჯდ ცენტრების მიერ სამოქმედო ტერიტორიაზე მიმდინარე წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებებისთვის ეპიდზედამხედველობითი მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
დ) სამედიცინო სტატისტიკური საანგარიშო, იმუნიზაციისა და ეპიდზედამხედველობის სააღრიცხვო, სარეგისტრაციო, საანგარიშო ფორმების ბეჭდვა;
ე) მალარიისა და სხვა პარაზიტული დაავადებების პრევენციისა და კონტროლის გაუმჯობესება:
ე.ა) მალარიის კერებში გადამტანის წინააღმდეგ პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება (საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების ინსექტიციდებით დამუშავება);
ე.ბ) მალარიის კერებში მოსახლეობის სკრინინგული კვლევა, რაც მოიცავს სისხლის სქელი წვეთისა და ნაცხების აღებას და ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას;
ე.გ) მალარიის მკურნალობისთვის მედიკამენტების სტრატეგიული მარაგის შესყიდვა;
ვ) ჰეპატიტების გავრცელების შესწავლა:
ვ.ა) ვირუსულ ჰეპატიტთან და მის რისკფაქტორებთან არაასოცირებული დაავადებების მქონე პაციენტების (სტაციონარში მყოფი) გამოკვლევა HBsAg-ზე, antiHBc-ზე, antiHCV-ზე;
ვ.ბ) B და C ჰეპატიტების პრევალენტობის და ინციდენტობის შესწავლა უსაფრთხო სისხლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გამოკვლეულ დონორებსა და სქესობრივად გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობის კომპონენტის ფარგლებში გამოვლენილ პაციენტებში;
ზ) სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა:
ზ.ა) სიფილისის ეპიდზედამხედველობა, რომელიც მოიცავს:
ზ.ა.ა) მაღალი რისკის პირებისა და სიფილისზე საეჭვო კლინიკური ნიშნების მქონე პაციენტების ლაბორატორიულ გამოკვლევას სიფილისზე;
ზ.ა.ბ) სიფილისის მქონე პაციენტებთან სქესობრივ კონტაქტში მყოფი პირების გამოკვლევას სიფილისზე;
ზ.ა.გ) სიფილისის მქონე პაციენტებთან სქესობრივ კონტაქტში მყოფი პირებისა და სიფილისით დაავადებული მშობლების (დედა) 5 წლამდე ასაკის ბავშვების მოძიებას და კონსულტირებას გადაცემის რისკის შემცირების მიზნით;
ზ.ა.დ) კონფირმირებული პაციენტების რეფერალს მკურნალობისთვის;
ზ.ა.ე) სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებისათვის ცალკეული შემთხვევების შეტყობინების სისტემის დანერგვა როგორც კლინიკებიდან, ისე ლაბორატორიებიდან;
ზ.ბ) გონორეის ეპიდზედამხედველობა, რომელიც მოიცავს:
ზ.ბ.ა) გონორეის კლინიკური ნიშნების მქონე (ურეთრიტი და ცერვიციტი) პაციენტების ტესტირებას კულტივირების გზით;
ზ.ბ.ბ) გამოვლენილ გონოკოკურ კულტურებში ანტიმიკრობული რეზისტენტობის შესწავლას;
ზ.ბ.გ) რეზისტენტობის შედეგებიდან გამომდინარე, სამკურნალო ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციების შემუშავებას;
თ) ნოზოკომიური ინფექციების ეპიდზედამხედველობა, რომელიც მოიცავს:
თ.ა) შერჩეულ სტაციონარული სამედიცინო მომსახურების დაწესებულებების (მათ შორის, სასჯელაღსრულების სისტემაში) ინტენსიური თერაპიის/რეანიმაციის განყოფილებებში შეგროვებული მასალის (სისხლი, ნახველი, შარდი, ქირურგიული ჭრილობის მასალა და ა.შ.) მიკრობიოლოგიური გამოკვლევების ჩატარებას;
თ.ბ) სტანდარტული გამოკითხვის წარმოებას სისხლის ინფექციებისა და ნოზოკომიური პნევმონიის რისკფაქტორების დასადგენად;
თ.გ) სამედიცინო პერსონალისა და ეპიდემიოლოგებისათვის სატრენინგო კურსის შემუშავებას და შესაბამისი ტრენინგების უზრუნველყოფას;
ი) დიარეული დაავადებების ეპიდზედამხედველობა, რომელიც მოიცავს:
ი.ა) მწვავე და ქრონიკული დიარეის მქონე პაციენტების განავლის ნიმუშების შეგროვებას სტაციონარული და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ (მათ შორის, სასჯელაღსრულების სისტემის) დაწესებულებებში მკურნალობაზე მყოფ პაციენტებში;
ი.ბ) განავლის შეგროვებული ნიმუშების გამოკვლევას ბაქტერიულ და ვირუსულ პათოგენებზე;
ი.გ) ექიმებისა და ეპიდემიოლოგების ინფორმირებას საქართველოში გავრცელებული დიარეული დაავადებების ეტიოლოგიური ფაქტორების შესახებ;
კ) მენინგოენცეფალიტებისა და ჰემორაგიული ცხელებების ეპიდზედამხედველობა, რომელიც მოიცავს:
კ.ა) სისხლის ბანკებიდან მიღებული სისხლის ნიმუშების სკრინინგს განსაზღვრულ ინფექციურ აგენტებზე;
კ.ბ) ექიმების და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუშაკების ინფორმირებას ამ დაავადებების და საქართველოში მათი გავრცელების შესახებ;
ლ) ეპიდზედამხედველობის პროგრამის მონიტორინგი და სხვა ადმინისტრაციული ხარჯებ