1. მე‑3 მუხლის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელებისათვის მუნიციპალური დონის სჯდ ცენტრისთვის 1 თვის ფარგლებში ასანაზღაურებელი თანხა განისაზღვრება 595 ლარით, ამასთან მცხეთა‑მთიანეთის სჯდ ცენტრი დამატებით მიიღებს 595 ლარის ოდენობით დაფინანსებას ახალგორის კომპაქტურად ჩასახლებულ მოსახლეობაში მუნიციპალური ფუნქციის უზრუნველყოფისათვის.

2. მე‑3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“ და „ა.დ“ და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების უზრუნველყოფისთვის მცხეთა‑მთიანეთის, აჭარისა და ქვემო ქართლის რეგიონებში რეგიონულ დონეზე არსებული სამსახურისთვის ამავე რეგიონში შემავალი სხვა დანარჩენი მუნიციპალიტეტის სჯდ ცენტრების მონიტორინგის განხორციელებისათვის 1 თვეში ასანაზღაურებელი თანხა თითოეულ მუნიციპალიტეტზე განისაზღვრება 200 ლარით; აღნიშნულ რეგიონულ ფუნქციას სხვა რეგიონებში ასრულებელებენ სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეგიონული სტრუქტურული ერთეულები.

3. მე‑3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის ფარგლებში ანაზღაურება განხორციელდება გაწეული მომსახურების მიხედვით, მაგრამ არა უმეტეს ამ კომპონენტისთვის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებისა.

4. მე‑3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის ფარგლებში ანაზღაურება განხორციელდება გაწეული მომსახურების მიხედვით, ამასთან მალარიის კერებში სკრინინგული კვლევა, ერთეულის ღირებულება განსაზღვრულია 11,41 ლარით და მალარიის კერებში გადამტანის წინააღმდეგ პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარების ერთეული შრომა/დღის ღირებულება – 4 ლარი