1. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის ფარგლებში პროგრამის მიმწოდებელი უზრუნველყოფს პროგრამის მოსარგებლეთა რეგისტრაციას და რიგის ფორმირებას, სადაც პრიორიტეტი ენიჭება ბენეფიციარებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) პაციენტები, რომლებსაც ჯერ არ უსარგებლიათ „ნარკომანიის სახელმწიფო პროგრამის“ „სტაციონარული დეტოქსიკაციისა და პირველადი რეაბილიტაციის“ კომპონენტით;
ბ) აივ-ინფიცირებული/შიდსით დაავადებული პირები;
გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებული იმ ოჯახების წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს;
დ) 18‑25 წლამდე ასაკის პაციენტები.
2. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გადაუდებელ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის მიხედვით.
3. მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გეგმურ ამბულატორიულ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის მიხედვით.
4.
მე-3 მუხლის „ბ“
ქვეპუნქტით
განსაზღვრული მიმწოდებლი ვალდებულია უზრუნველყოს
მე-3 მუხლის „გ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესყიდული საქონლის მიმღები ბენეფიციარის რეგისტრაცია (ელექტრონული ონლაინ სისტემის საშუალებით) და მედიკამენტების ბრუნვის შესახებ ინფორმაციის დადგენილი ფორმით განმახორციელებლისთვის მიწოდებ