1. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის ფარგლებში თვის ლიმიტი განისაზღვროს ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების 1/12-ით. ამასთან, მომსახურების დაფინანსება ხორციელდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით
, მათ შორის, სტაციონარული დეტოქსიკაციის ღირებულება განისაზღვრება არა უმეტეს 1250 ლარისა, ხოლო პირველადი რეაბილიტაციის ღირებულება, არა უმეტეს 1000 ლარისა.

2. მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების თვის ვაუჩერის ღირებულება განისაზღვრება 290 ლარის ოდენობით. ამასთან, ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელებისას პაციენტის მხრიდან გათვალისწინებულია თანაგადახდა, რაც ერთი პაციენტის მხრიდან შეადგენს ერთი თვის განმავლობაში 150 ლარს. თანაგადახდა არ ეხებათ აივ‑ინფიცირებულებს და „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებულ იმ ოჯახების წევრებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000‑ს.

3. მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მედიკამენტებით პროგრამის მოსარგებლეთა უზრუნველყოფა ხდება უსასყიდლოდ (თანაგადახდის გარეშე), კომპონენტისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებშ